ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, დამუხტვადი ჰიბრიდი, ქროსოვერი, ფოლკსვაგენ ტი-როკი
Aa
Aa

VW T-Roc GTE: უნდა ველოდოთ კომპანიისგან ახალ კროსოვერს?

Volkswagen- ი ახალი კროსოვერის გამოშვებას გეგმავს, თუმცა Tiguan GTE კომპანიისთვის პრიორიტეტია.

კომპაქტური კროსოვერისთვის Volkswagen T-Roc-ს უკვე შესანიშნავი ხაზი აქვს, რომელიც სტანდარტულ მოდელს, T-Roc R მოდელს და ორკარიან კაბრიოლეტს მოიცავს. თუმცა, ეს „ფოლკსვაგენისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა და ახალი მანქანის წარმოებას აპირებს.  

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Volkswagen-ი ახალი T-Roc GTE-ს აწყობას აპირებს, რომელიც ფლაგ ინ ჰიბრიდი იქნება. კომპანიის პროექტმენეჯერმა კაი ფილიპმა განაცხადა, რომ MBQ ტექნოლოგია „ამის საშუალებას იძლევა“.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფლაგ ინ ჰიბრიდის წარმოება ამ ეტაპზე პრიორიტეტი არ არის. GTE ჯერ Tiguan-ი გახდება. ელექტრო სუვების ტესტირებები უკვე ვიხილეთ და განახლებებს კროსოვერებშიც უნდა ველოდოთ.

„Tiguan SUV-ი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია და ახლა მასზე ვართ ფოკუსირებული“.--განაცხადა ფილიპმა.  

თუ T-Roc GTE წარმოებაში ჩაეშვება, მას კომპანიის უახლესი ფლაგ ინ ტექნოლოგია ექნება. ის 1.4-ლიტრიანი ტურბოდაბერვის ბენზინის ძრავით და ელექტრო მოტორითაა. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი ავტომატურია. ბატარეა - 13კვ/სთ. 241 ცხენის ძალას და 400ნმ-ს გამოიმუშავებს.

ეს მაჩვენებლები T-Roc GTE-ის პოტენციალს გვიჩვენებს, რომელიც T-Roc R-ის 300 ცხენის ძალასა და 2.0-ლიტრიანი TSI მოდელის 190 ცხენის ძალას შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები