პინინფარინა, ტრაქტორი
Aa
Aa

ეს მიმზიდველი ტრაქტორი Pininfarina-მ დააპროექტა

მცირე ზომის ვენახი გაქვთ? Straddle Tractor Concept-ი თქვენი ერთგული მეგობარი იქნება.

სურათებზე თქვენ Straddle Tractor Concept-ს ხედავთ. მისი დიზაინი Pininfarina-ს ეკუთვნის. ეს ის Pininfarina-ა, რომელიც Ferrari-ს, Alfa-ს, Lancia-ს და Fiat-ის ლეგენდარული მოდელების დიზაინს ითვლის.

კომპანია ავტოინდუსტრიასაც გასცდა და ის მოტოციკლების, მატარებლების, ფეხბურთის სტადიონებისა და ყავის აპარატების დიზაინებსაც გვთავაზობს. ახლა კი 4-ბორბლიანი სამუშაო მანქანის დრო დადგა და ალბათ, მისი არსებობა აღარ გაგიკვირდებათ.

კონცეფცია იმგვარადაა შექმნილი, რომ ტრაქტორი შამპანიურის ჭიქას ჰგავდეს. ეს იმიტომ, რომ ამ მანქანის გამოყენება მხოლოდ ვენახებშია შესაძლებელი. მისი გაბარიტები ისეა შემუშავებული, რომ 1.5 მეტრიან ვიწრო რიგებში თავისუფლად გაეტიოს და ამავდროულად საქმეც იდეალურად შეასრულოს.

შეუდარებელია ინტერიერიდან არსებული ხედვის არეალიც. მისი გამოყენება მოსახერხებელიც იქნება და საკმაოდ სასიამოვნოც. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იმ კომპანიაზე გვაქვს, რომელმაც ერთ დროს Alfa Romeo 6C-ის დიზაინი შექმნა.

ძარა აქ გამოაშკარავებულია, ხოლო ფორმები და კონტურის ხაზები ტრაქტორს დინამიკურობას სძენს. შეხედეთ კიბეს, რომლითაც კაბინაში მოხვედრაა შესაძლებელი. მაყუჩი - ხელოვნების ნიმუში! ერთადერთი, რაც მოლოდინს არ შეესაბამება ისაა, რომ ტრაქტორს V12 ძრავა არ აქვს.

რა უნდა დააპროექტოს Pininfarina-მ ამის შემდეგ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები