Aa
Aa

თოვლის საწმენდმა მანქანამ 40-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა

თოვლის საწმენდი მანქანა დიდ შეცდომას უშვებს.

ოჰაიოში უსაფრთხოების მიზნით ჩატარებული სამუშაოები რამდენიმე ავარიაში გადაიზარდა. როცა ვამბობთ "რამდენიმე" სამს ან ოთხს არ ვგულისხმობთ. არც ხუთს. თოვლის საწმენდმა მანქანამ მოვალეობის შესრულების დროს 40-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა.

Reddit-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ თოვლის საწმენდი მანქანა იმავე სიჩქარით მოძრაობს, რა სიჩქარითაც სხვა ავტომობილები. იმ განსხვავებით, რომ ის თოვლს საწინააღმდეგო მიმართულების ზოლზე ყრის.

ოჰაიოს პატრულის თქმით, სულ მცირე 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვიდეოში დაზიანებული ავტომობილები ჩანს. ზოგ მათგანს საქარე მინა აქვს ჩატეხილი. ზოგი ავტომობილი ერთმანეთთან შეჯახებისას დაზიანდა.

კომპანიის პრესსპიკერ ჩარლს სირილის თქმით, თოვლის საწმენდი მანქანის მძღოლი Ohio Turnpike-ში 2015 წლიდან მუშაობს. მძღოლი ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების ტესტზე მაშინვე გაგზავნეს. ახლა კი საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პრესსპიკერის თქმით, მათ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ჰყავთ და ასეთი შემთხვევა პირველად მოხდა.

თუმცა, რა ბედი ელით დაზარალებულ მძღოლებს და აუნაზღაურებს თუ არა კომპანია მათ ფიზიკურ და მორალურ ზიანს ჯერ უცნობია.

მსგავსი სიახლეები