შევროლეტი, შევროლე, შევროლე კორვეტ სი8
Aa
Aa

2020 წლის Chevrolet Corvette C8-ის ხარისხის სერიოზული დარღვევები

პანელებს შორის არათანაბარი დაშორება და უცნაურად დაფხაჭნილი ინტერიერი

როგორც იქნა, მომხმარებლებმა 2020 წლის Chevrolet Corvette C8-ის მიღება დაიწყეს. ყოველდღე სოციალურ ქსელებში უამრავი ვიდეო იდება, სადაც შუაძრავიანი „კორვეტით“ აღტაცებული მყიდველები დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ საკუთარ ავტომობილს პირველად ხვდებიან. ასეთი ემოციების ფონზე მხოლოდ დადებით მხარეებს უყურებენ და ზოგადად რთულია ნაკლების პოვნა. თუმცა, სოციალური მედიის ძალა ისახება მაშინ, როდესაც რაიმე პრობლემა ჩნდება და ამ ინფორმაციის გავრცელება გიწევთ, რათა საკითხი მეტ ადამიანს გააცნოთ.

ასეთი ტიპის ვიდეო YouTube-ზე შეგვხვდა, სადაც მომხმარებელი ახალი ავტომობილის წუნებს უსვამს ხაზს. ვიდეო მგზავრის მხარეს არასწორად მორგებული წინა ბამპერის კადრებით იწყება. ბამპერის და ფრთის შორის არათანაბარი დაშორება, რომელიც ასევე ბორბლის თაღის სივრცეში წინა ბამპერის კიდის ფრთასთან აცდენილი ზოლი ჩანს. მძღოლის მხარეს აღნიშნული პრობლემა არ შეიმჩნევა.

სხვა არათანაბარი დაშორება ავტომობილის უკანა ნაწილში გხვდებათ, სადაც საბარგულის ერთ მხარეს დიდი დაშორება აქვს, ხოლო მეორე მხარეს დაშორება მეტ-ნაკლებად სტანდარტულს ჰგაქვს.

რამდენიმე პრობლემა ინტერიერშიც აღმოჩნდა. ერთ-ერთ უსაფრთხოების ღვედზე შავი ლაქაა შესამჩნევი, თუმცა ავტომობილის მფლობელის აზრით, იგი ჩვეულებრივი ქიმ-წმენდის შემდეგ გაქრება. უფრო რთული უკანა მხრიდან დაკაწრული ინფორმაციულ-გასართობი ეკრანის შეკეთება იქნება.

ზემოთაღნიშნული პრობლემები მაჩვენებელთა დაფის გასწვრივ ტალღოვან ნაკერებთან შედარებით უმნიშვნელოდ გამოიყურება, რადგან მათი გამოსწორება შესაძლებელია.

„ბედნიერ“ მომხმარებელს ეს ავტომობილი ოფიციალურ სერვის ცენტრში მიჰყავს, რათა მის მიერ აღმოჩენილი პრობლემები გამოასწორონ. სხვა შემთხვევაში მისი ოცნების ავტომობილის უკან დაბრუნება მოუწევს, რაც არც მფლობელს უნდა და არც კომპანიას აწყობს.

მსგავსი სიახლეები