საკულტო მოდელის სპეციალური ვერსია
Aa
Aa

საკულტო მოდელის სპეციალური ვერსია

Mercedes-Benz SLR Mclaren-ი ორი დიდი კომპანიის ერთობლივი ნამუშევარია. ამ მოდელის შექმნის დროს „მერსედესი“ „მაკლარენის“ 40%-ს ფლობდა, შესაბამისად ეს კონკრეტული მოდელი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. SLR-ი აბრევიატურაა და Sport Light Racing-ს ნიშნავს.

Monaco!!! | Page 305 | SkyscraperCity Forum

როგორც ყველა დიად ავტომობილს, SLR-საც ჰყავს სპეციალური გამოშვების მოდელი. 722 Edition-ის შექმნა ისტორიულ სარბოლო მოვლენას უკავშირდება. 1955 წელს Mille Miglia-ს დამღლელ რბოლაში მონაწილეობისას, რომლის სტარტიც დილის 07:22 საათზე გაიმართა, ბრიტანულმა ეკიპაჟმა რეკორდული საშუალო სიჩქარის დაფიქსირება შესძლო (160კმ/სთ) სწორედ აღნიშნული რბოლის დაწყების დრო არის SLR Mclaren 722-ის სახელწოდებაში მითითებული.

სტანდარტულ მოდელთან შედარებით განსხვავებები უდიდესი არაა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ მისი ფლობისას ყველაზე განსხვავებულ ადამიანად იგრძნოთ თავი. ავტომობილის სიმძლავრე 24 ცხენის ძალით გაიზარდა და 650-ს გაუტოლდა, ხოლო მაბრუნი მომენტი კი 820-მდე ავიდა. გადაცემათა კოლოფი სტანდარტული დარჩა, რადგან სიმძლავრის მცირე დანამატი მის ცვლილებას არ საჭიროებდა. ამ ავტომობილში ბევრი „კარბონის“ დეტალია, რამაც საბოლოო ჯამში მანქანა 44 კილოგრამით დაამსუბუქა. ამ ყველაფერს მსუბუქი დისკები, მეტად სპორტული დაკიდების სისტემა, კერამიკული სამუხრუჭე სისტემა და უამრავი აეროდინამიკული დეტალიც ემატება. სტანდარტულთან შედარებით ჯამში 300-ზე მეტი კომპონენტია შეცვლილი.

File:Mercedes Benz SLR 722 rear.jpg - Wikimedia Commons

მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული მოდელი მთელს მსოფლიში საკულტო ავტომობილად მოგვევლინა, მას მაინც ჰყავდა თავისზე უკეთესი. აღნიშნული მოდელი გაყიდვებით დიდად თავს ვერ იწონებდა, თუმცა ორივე კომპანიის ისტორიაში სამუდამოდ საამაყო მოდელად დარჩება.

მსგავსი სიახლეები