ახალი Supra Manhart-ისგან კიდევ უფრო ძლიერი და დახვეწილია
დამატებით 110 ცხენის ძალაზე რას იტყოდით?
Manhart-ის ატელიე ძირითადად BMW-ს ტუნინგზეა ორიენტირებული. ამ ბოლო დროს BMW-მ და Toyota-მ პარტნიორობით ორი ავტომობილი ერთსა და იმავე ბაზაზე გამოუშვეს: Z4 და Supra. ისინი ერთმანეთს აგრეგატის და სხვა ნაწილებსაც უზიარებენ. Manhart-მა Z4-ის განახლებული ვერსია უკვე გამოუშვა და მისი ცხენის ძალები 440-მდე გაზარდა. ახლა მათ Supra-ს განახლება გადაწყვიტეს და მისი ცხენის ძალები 450-მდე აიყვანეს.

ახალ Supra GR 450-ს მომატებული მაბრუნი მომენტიც აქვს - 650ნმ. საბაზისო მოდელს 340 ცხენის ძალა და 500ნმ ჰქონდა. Manhart-ი იმავე 3.0-ლიტრიან ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიან ძრავას იყენებს. MHTronix MHtronik Powerbox დაამატეს. მაყუჩი უჟანგავი მეტალისაა. შავი ფერის ან კარბონის მილის არჩევა შეგიძლიათ.

Manhart-მა Supra-ს ზამბარები დაადაბლა. სხვა გარეგნული განახლებები წითელ ზოლებს მოიცავს. დისკები 20-იანია. ისინი მარგალიტის ფერისაა, თუმცა შავ ფერშიც ხელმისაწვდომია. ატელიემ მათზეც იზრუნა, ვისაც მანქანებიდან კატალიზატორების ამოღება უყვართ. მანქანას ძრავის ყალბი ხმა დაუმატა, რომელიც ინტერიერში შემოდის.

Manhart-ის განახლებები ისედაც დახვეწილ და სპორტულ Supra-ს მეტ ელეგანტურობას მატებს, განსაკუთრებით კი დამატებითი წითელი ხაზებით. თუ სტანდარტული Supra არ გაკმაყოფილებთ, ის ტუნინგ ატელიეების ყურადღების ცენტრშია და ყოველთვის შეგიძლიათ, მისი გაუმჯობესებული ვერსია მიიღოთ.

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს