მანჰარტი, ფოლცვაგენი, ფოლცვაგენ გოლფ ერი, ტუნინგი, სპორტქარი, ფოლკსვაგენ გოლფ ერი
Aa
Aa

Manhart-მა VW Golf R-ის უმაღლეს დონეზე აყვანა გადაწყვიტა

ახალი Manhart RS450 ახლა ისეთი მძლავრია, როგორც არასდროს.

ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ Volkswagen -ს უნდოდა Golf R-ის აგრეგატი უმაღლეს დონემდე აეყვანა. მათ R400 / R420 წარმოადგინეს, მაგრამ, საბოლოოდ, მაღალი ღირებულების გამო, პროექტი ჩავარდა.

 

ახალი Golf GTI TCR 300 ცხენის ძალით გამოვიდა, რომელიც ყოვლისშემძლე R-ს თითქმის მიუახლოვდა. VW-მ Golf R-თან განსხვავების შემცირება გადაწყვიტა და ცხენის ძალები 330-ამდე გაზარდა. მაგრამ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, ვისაც მეტი უნდათ. მათთვის Audi RS3 Sportback არსებობს, თუმცა ბევრად ძვირი ღირს. აი, სწორედ ამ სიტუაციაში თამაშში Manhart-ი შემოდის. მათ ახლახანს 450-ცხენისძალიანი Golf R დააპროექტეს.  

Manhart RS450 ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც Golf R-ი. საიდუმლო კი კაპოტის ქვეშ იმალება - 4-ცილინდრიანი, 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავა, რომელსაც ახლა უფრო დიდი ტურბოკომპრესორი და კარბონის სავენტილაციო აქვს.  

Manhart-მა 450 ცხენის ძალის და 500ნმ-ს გამომუშავება შეძლო. ძრავის ხმა მაყუჩის ახალი მიმღები მილით  შეცვალეს. სტანდარტული ავტომობილისთვის ეს მონაცამები, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალია.  

DSG-ით აღჭურვილი Golf R-ები მხოლოდ 10 ეგზემპლარად Manhart RS450 სპეციფიკაციით იქნება და RS3-ისა და AMG A45 S -ის მეტოქე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები