BMW-ს მძღოლის დრიფტის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
საავტომობილო შეკრებები ყოველთვის ამაღელვებელია. მაგრამ BMW-ს ეს მძღოლი ზედმეტად აღელვებული გამოდგა. მიუნხენის ავტოშოუს დატოვების შემდეგ, მან თავის მოწონება გადაწყვიტა.
გახსოვთ, როგორ სრულდება ხოლმე მსგავსი შემთხვევები, რომლებზეც ჩვენს სტატიებში გიყვებით? დიახ! ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. დაკიდების სისტემა კი საუკეთესო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა.
ამ ვიდეოს გმირი კლასიკური მეექვსე სერიის BMW-ია. შოუს მის გარდა ბევრი სპორტული ავტომობილი ტოვებდა. თავის გამოჩენა კი სწორედ მან გადაწყვიტა და დრიფტის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. დიდი ზომის ავტომობილი თავს კარგად ართმევდა, სანამ მძღოლმა შეცდომა არ დაუშვა. როგორც ამბობენ, «ვარდნა არ მოგკლავს... მოგკლავს ის, რაც ბოლოს გაგაჩერებს».
მეექვსე სერიის BMW ტროტუარის კიდეს შეეჯახა და ქაღალდივით დაიკუჭა. ბევრი ზეთი დაიღვარა.
იმედია, მძღოლმა გაკვეთილი ისწავლა და შემდეგში, როცა თავის მოწონებას გადაწყვეტს, უკეთ დაფიქრდება.