სუვი, ტოიოტა, ტოიოტა ლენდ კრუიზერი, შეზღუდული გამოშვების მოდელი, ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200, სპეციალური მოდელი
Aa
Aa

Toyota Land Cruiser 200 Heritage Edition-ის იაფიანი ვარიანტი

ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში Toyota-ს სუვები ძალიან უყვართ, რადგან მანდ Land Cruiser 70 და ახალი FJ Cruiser-ის შეძენა შეგიძლიათ. რეტრო თემატიკის პოპულარობის ფონზე, „ტოიოტამ“ Land Cruiser 200-ის მოდელის სახელის აღსანიშნად ახალი Heritage Edition-ის გამოშვება გადაწყვიტა. 70 წელიწადზე მეტი წარმოების განმავლობაში, „ტოიოტამ“ 10 მილიონზე მეტი Land Cruiser-ი გაყიდა.

UAE-spec Land Cruiser Heritage Edition სხვა ქვეყნების ბაზრისთვის გათვალისწინებული მოდელებისგან საგრძნობლად განსხვავდება, რადგან მას ძვირადღირებული ელემენტები აკლია. მოდელი ატმოსფერული V6 და V8-ძრავიან ვერსიებში იქნება ხელმისაწვდომი. პატარა ძრავის მქონე რეტრო სტილის სუვი 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება აღჭურვილი, ხოლო V8-ძრავიანი მოდელს 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება. რა თქმა უნდა, ორივე ვერსია ოთხივეწამყვანია. V6 ძრავის მქონე კომპლექტაციას 17-იანი ფოლადის დისკები, ხოლო V8-ს იმავე ზომის ნაწრთობი დისკები ექნება.

80-იანების სტილით შთაგონებული ფოლადის დისკების გარდა, არაბულ ვერსიას ძველებური სტილის ორნაწილიანი საბარგულის კარი აქვს, სადაც სათადარიგო საბურავია დაკიდებული. საბარგულს რომ გახსნით, ავტომობილის უნიკალურ ფუნქციას წააწყდებით: ჰაერის კომპრესორს.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში V6-ის მქონე მოდელის ფასი 46 000$-დან იწყება, ხოლოდ V8 61 000$-დან, რაც ამერიკისთვის განსაზღვრული მეტად ძვირადღირებული Heritage Edition-ის საბაზო კომპლექტაციის 90 000$-იან ფასზე ბევრად ნაკლებია. ექსკლუზიურად არაბაული ბაზრისთვის გათვლილი მოდელების რაოდენობა 20 ერთეულს არ აღემატება, რაზეც ინტერიერში მოთავსებული დეკორატიული ფირფიტა მეტყველებს.

ეს „ტოიოტას“ მესამე რეგიონალური Land Cruiser Series 200-ის Heritage Edition მოდელია, რადგან ცალკე ავსტრალიისთვის განკუთვნილი ვერსიაც არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს Land Cruiser-ის უკანასკნელი განახლებაა, რადგან 2021 წელს სრულიად ახალი ვერსიის წარდგენა უნდა შედგეს.

მსგავსი სიახლეები