პოლიციის Land Cruiser-ი სანაპიროზე გაიჭედა და წყალმა დაფარა
Bronco-ს ბედი Toyota Land Cruiser-მაც გაიზიარა.
ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ჩაყლაპა ზღვამ Ford Bronco. ახალი მსხვერპლი კი პოლიციის Toyota Land Cruiser-ია.
ესპანური ქალაქის სანკულარ დე ბარამედას ერთ-ერთი სანაპიროს სტუმრები უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ.
Coche de policía en Sanlucar de Barrameda pic.twitter.com/VPZNs0VUxo
— carmela (@carmensanchezm3) April 16, 2022
პოლიცია სანაპიროზე უცნაურ შეფუთვას იკვლევდა. Land Cruiser-ი ტალახში გაიჭედა და ვერ თავისუფლდებოდა. წყლის დონემ კი ზრდა დაიწყო.
ავტომობილის გადასარჩენად ჯერ ტრაქტორი გამოჩნდა. თუმცა, მან სუვის ამოთრევა ვერ შეძლო. შემდეგ ადგილზე პიკაპიც ჩნდება.
რაღაც მომენტში წყალმა ავტომობილი ჩაყლაპა. ჩანდა მხოლოდ სახურავი. დასახმარებლად სხვა ავტომობილებიც მივიდნენ. ადგილზე სახანძრო, ნავი, პროფესიონალი მყვინთავები და ბარჟაც გამოჩნდნენ.
No hay palabras????♂️????♂️????♂️ #sanlucar #PoliciaNacional #submarino pic.twitter.com/13SIsfyzYq
— Ian Ainsworth (@ian_ainsworth) April 16, 2022
საბოლოოდ, ავტომობილის გამოყვანა შეძლეს. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. საჭესთან პოლიციის ოფიცერიც კი იჯდა და სამაშველო ოპერაციას ეხმარებოდა, იმ დროს, როცა ავტომობილი ნახევრად ჩაძირული იყო.