Aa Aa
30 მაისი 2022  |  10:10

Tesla Model Y-ს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა

საბედნიეროდ, მძღოლმა ხანძარს თავი დააღწია.

კანადაში, ვანკუვერში, შუქნიშანთან დგომისას Tesla Model Y-ს ცეცხლი წაეკიდა და მძღოლი ავტომობილში გამომწყვდეული აღმოჩნდა. საბოლოოდ, კაცმა თავის დაღწევა შეძლო. ავტომობილის ჩასაქრობად კი სახანძრო სამსახური გახდა საჭირო.

„გავჩერდი, მოხვევის სიგნალი ჩავრთე. უცებ დაეწერა Error! Error! დავინახე ბოლი. კარს ვერ გავაღებდი. ყველაფერი ელექტროა და ყველაფერმა შეწყვიტა მუშაობა. ფანჯარას ვერ ჩავწევდი. ვიფიქრე „კარგი, ჩავამტვრევ“, - იხსენებს მძღოლი ჯამილ ჯუთა. მსგავს შემთხვევაში მოყოლილი Tesla-ს მძღოლები ასევე აღწერენ, როგორი საშიშია, როცა ავტომობილში ხარ გამომწყვდეული.

ნამდვილად, როცა ელექტრობა ირთვება, კარის გაღების ღილაკი აღარ მუშაობს. თუმცა, კარგი დროა იმის შესახსენებლად, რომ Tesla-ს მექანიკური ღილაკიც აქვს.

საბედნიეროდ, ჯუთამ გადმოსვლა მოახერხა და მის გარდა ავტომობილში სხვა არავინ იჯდა. მძღოლს თან მხოლოდ გოლფის რამდენიმე ჯოხი ჰქონდა.

მეხანძრეებს ავტომობილის ჩასაქრობად 5 წუთი დასჭირდათ. ჯამალის თქმით, ეს ავტომობილი მხოლოდ 6 თვეა, რაც ჰყავს. სავარაუდოდ, დაზღვევა ყველაფერს დაფარავს. თუმცა, ეს შემთხვევა მძღოლს ალბათ არასდროს დაავიწყდება. 

გაზიარება: