მეორადი ავტომობილები, გაყიდვები, თაღლითობა, აუდი
Aa
Aa

Audi-ის ყალბი ვებგვერდები ევროპაში მეორად ავტომობილებს ყიდიან

Audi თავის მომხმარებელს შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. კომპანიის განცხადებით, ევროპაში თაღლითური ვებგვერდები შეიქმნა, რომლებიც მომხმარებლებს მეორად ავტომობილებს შოკისმომგვრელად დაბალ ფასად სთავაზობენ. თუმცა რეალურად, არც ეს ვებგვერდებია ნამდვილი და არც ის ავტომობილები, რომელთაც ისინი ყიდიან.

რამდენიმე მომხმარებელი, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, სქემის მსხვერპლი უკვე გახდა. ახლა ისინი, თაღლითების დასაჭერად, სამართალდამცველებთან თანამშრომლობენ.

Audi-ის პრესრელიზის თანახმად, თაღლითების მიერ შექმნილი ვებგვერდები „რეალურს ჰგავს“ და მარტივად შეჰყავს მომხმარებელი შეცდომაში. ავტომწარმოებლის განცხადებით, ვინც არ უნდა იდგეს ამ ვებგვერდების უკან, საქმეს ზედმიწევნით აკეთებს. დაწყებული ვებგვერდზე რეალურად მიმსგავსებული ფოტოების განთავსებით, დასრულებული სატელეფონო ნომრებით, ელექტრონული ფოსტის მისამართებითა და დილერის პერსონალის ფოტოებითაც კი. თუმცა, შოკისმომგვრელად დაბალი ფასები ეჭვს მაინც აჩენს.

Audi-ის განცხადებით, რეალურად ვებგვერდზე განთავსებული მანქანების კი არ არსებობს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც მყიდველები ნაღდ ფულს იხდიან, სანაცვლოდ ისინი არაფერს იღებენ. მსგავსი სქემა საკმაოდ გავრცელებულია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

რამდენადაც ამ ეტაპზე ცნობილია, ყალბი ვებგვერდები ამ ეტაპზე მხოლოდ სამ ქვეყანაში ფიქსირდება. მაგრამ ისინი საკმაოდ გავრცელებულია ევროპის მასშტაბითაც, რის გამოც, ავტომწარმოებელი რეგიონის ყველა მომხმარებელს აფრთხილებს.

 

მსგავსი სიახლეები