ილონ მასკი, ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა მოდელ 3, მეორე მსოფლიო ომი
Aa
Aa

ვეტერანმა ისტორიული ტანკით Tesla გაანადგურა | მიზეზი

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებლის, Tesla-სა და მისი დამფუძნებლის მიმართ კრიტიკა იზრდება. მომხმარებელი კი, თავისი დამოკიდებულების გამოსახატად, სხვადასხვა, მათ შორის უკვე უჩვეულო ხერხებსაც იყენებს. კრიტიკასთან ერთად, გლობალურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობით, იკლებს Tesla-ს გაყიდვებიც, რაც რთული სათქმელია, რომ მის დამფუძნებელში კმაყოფილებას იწვევდეს.

პროტესტის, ავტომობილების დაწვისა და სადილეროებზე შეტევის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის 98 წლის ვეტერანმა ყველასგან განსხვავებულ ხერხს მიმართა. გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ვეტერანი Tesla-ს დირექტორს რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების წახალისებაში ადანაშაულებს და თავის აზრს საჯაროდ აფიქსირებს.

ცოტა ხნის წინ YouTube-ზე უცნაური გამოჩნდა ვიდეო. ვიდეოში ვეტერანი კენი ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული იდეოლოგია მას კარგად ახსოვს და ის, კვლავ უკან ბრუნდება. კენი ამაში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის თავის უზარმაზარ ძალაუფლებას და Tesla-ს ფულს ევროპაში, მისი შეხედულებების გასავრცელებლად იყენებს.

შეტყობინების შემდეგ კი, კენი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკით, ლურჯი Tesla Model 3-ს ანადგურებს. ვიდეოში კარგად ჩანს Tesla-ს სანომრე ნიშანი, რაც ერთგვარად სიმბოლურია ვეტერანის გზავნილის შესაბამისად. წამებში კი, ისტორიული ტანკი Tesla-ს კაპოტს უახლოვდება, შემდეგ კი სახურავზე გადადის და ელექტრომობილს სრულად უვლის.

ობიექტურად, რაც არ უნდა უსაფრთხო საწარმოო მანქანა უნდა იყოს Tesla-ს ელექტრომობილი, რთულად მოსაძებნია მანქანა, რომელიც ტანკს გაუძლებს. შესაბამისად, არც ამ ვიდეოს დასასრული უნდა გაგიკვირდეთ.

 

მსგავსი სიახლეები