ბიემვი, სედანი, ბეემვე, ბეემვე მე-3 სერია, ბიემვი მე-3 სერია
Aa
Aa

ძველი სკოლის მოგონებები: BMW 3 Series Compact

სამწუხაროდ კომპანია ამ პროექტის განსახორციელებლად მზად არ არის.

BMW-ს პირველ სერიას, მე-3 სერიის კომპაქტის სულიერ გაგრძელებას უწოდებენ, რადგან ამჟამად ის BMW-ს სამოდელო რიგის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას. როდესაც 2019 წელს მესამე თაობა(F40) გამოუშვეს, პირველმა სერიამ დეგრადაცია განიცადა და წინაწამყვანი გახდა. ამასობაში 3-კარიანი ვერსიის არჩევანიც დაიკარგა.

მაგრამ რა მოხდება, თუ კომპანია მე-3 სერიის კომპაქტს გამოუშვებს? თავის დროზე ის Mercedes C-Class Sports Coupe-ს კონკურენტი იყო, მაგრამ 2004 წელს მისი წარმოება შეწყვიტეს და ადგილი ახალი 1-ლი სერიისთვის დაუთმეს. ეს 3D რენდერი ჰიპოთეტურ თანამედროვე მე-3 სერიის კომპაქტს ასახავს, რომლის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია M Sport 330i იქნებოდა. თუ ძველი სკოლის, კლასიკური უკანაწამყვანი სპორტული BMW-ები გიყვართ, ეს ავტომობილი თქვენს ყურადღებას უდაოდ მიიქცევდა.

ჩვენ გული გვწყვდება, მაგრამ BMW-ს ურჩევნია კიდევ ერთი ახალი SUV-ი გამოუშვას, ვიდრე პატარა მოქნილი ჰეჩბეკი. ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, ჩვენ ამას არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვამბობთ. მაგალითისთვის, კომპანიის ბოლო სავაჭრო ნიშნის განაცხადში ახალი ფლაგმანური სუვის, X8-ს სახელი ფიგურირებს და მას სრული M პაკეტი ეყოლება. თუმცაღა ბავარიულ ავტომწარმოებელს მე-3 სერიის ჰეჩბეკის გამოშვების მცდელობა ჰქონდა - 3 Series Gran Turismo, მაგრამ ავტომობილი სედანზე უფრო დიდი იყო, ვიდრე საბაზო მოდელი, რომელზეც იყო აწყობილი. რამდენიმე თვის წინ BMW-მ Gran Turismo-ს მოდელის წარმოება შეწყვიტა, მაგრამ მის ჩანაცვლებაზე ჯერ არაფერი უთქვამთ.

ახალი მე-3 სერიის კომპაქტის იდეა ძველი სკოლის BMW-ეს ენთუზიასტებს ძალიან გააბედნიერებდა, მაგრამ ამ ეტაპზე კომპანიას ასეთი ავტომობილის გამოშვება არ აწყობს. ბავარიული ავტომწარმოებელი ბაზრის ტენდენციებს მიყვება და X კლასის ავტომობილების მოდელთა ჩამონათვალს ავრცობს, რადგან ახლა ყველაზე პოპულარული ავტომობილების კლასი SUV-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები