სუპერქარი, პორშე, სპორტქარი, პორშე 911 ჯითი3 არესი
Aa
Aa

Porsche-მ მსოფლიოში ყველაზე ყავისფერი 911 GT3 RS შექმნა

Porsche 911 GT3 RS ოდესღაც მხოლოდ იმ კოლექციონერების არჩევანი იყო, რომლებმაც მისი ფასი ზუსტად იცოდნენ. 992 თაობის ვერსიამ ეს აუდიტორია მნიშვნელოვნად გააფართოვა — მისი აგრესიული აეროდინამიკური ფორმები და Instagram-ზე პოპულარობა მოდელს მეინსტრიმში დამკვიდრებაში ძალიან დაეხმარა.  

ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

ყველა 911 GT3 RS-ი, რომელიც გერმანული ავტომწარმოებლის ქარხანას ტოვებს, თავისთავად განსაკუთრებულია, თუმცა ზოგი მაინც სხვებზე გამორჩეულია — პორშეს ჟენევის ცენტრისა და Sonderwunsch-ის განყოფილების ეს კოლაბორაცია სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

ავტომობილი Paint to Sample კატალოგის Macadamia Metallic ფერშია შეღებილი — ეს მუქი ყავისფერი ტონალობაა, რომელიც მზის შუქზე ვერცხლისფრად ბრჭწყინავს. ამ ფერთან კონტრასტს ქმნის ყავისფერი პიგმენტებით გაჯერებული ნახშირბადის დეტალები და Pastel Orange აქცენტები ფარებში, უკანა ფრთასა და მუხრუჭებზე.


ექსტერიერის მსგავსად, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული ინტერიერშიც. სალონი სრულად Truffle Brown ტყავითაა გაფორმებული, რომელსაც ნარინჯისფერი ნაკერები, საჰაეროები და საჭეზე არსებული „12 საათის“ ნიშნული ამრავალფეროვნებს. ნახშირბადის ბოჭკოსგან შექმნილ ზღურბლებზე არსებული Sonderwunsch-ის ლოგო კი მუდმივად შეგახსენებთ, რომ ეს ჩვეულებრივი Porsche არ არის.

მართალია, ამ ინდივიდუალური ოფციების ფასი არ სახელდება, თუმცა აშკარაა, რომ ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაჯდება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ავტომობილი, რომელიც თავისი ვიზუალით 1 000-ცხენისძალიან ჰიპერქარებზე არანაკლებ ყურადღებას მიიპყრობს.

როგორ ფიქრობთ, უხდება GT3 RS-ს ასეთი „კლასიკური“ ფერთა გამა, თუ ის მაინც ტრადიციულ, მკვეთრ სარბოლო ფერებში უფრო ეფექტურია?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები