ნისანი, ივან ესპინოზა, ნისან იქსტერა
Aa
Aa

Nissan-ი ბრუნდება — ახალი ბოსის სტრატეგიამ კომპანია ფინანსური კრიზისიდან ამოიყვანა

სულ რაღაც ერთი წლის წინ Nissan უფსკრულის პირას იდგა — გაყიდვების კლება, შემცირებული მოგება და ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური გაქცევა იაპონიიდან... მიუხედავად ამისა, ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან ესპინოზამ, სიტუაციის გამოსწორება შეძლო. მისი გეგმა, Re:Nissan-ი ხელშესახებ შედეგებს უკვე იძლევა.

ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?

ესპინოსას სტრატეგია საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა: კომპანიამ დახურა შვიდი ქარხანა და გააუქმა 20 000 სამუშაო ადგილი, რათა წარმოება ოპტიმალურ ნიშნულამდე დაეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ წლიური მოგება ჯერ კიდევ დაბალია, 2025 წლის ბოლო კვარტალში Nissan-მა მოახერხა და 10-მილიარდიანი ზარალიდან საოპერაციო მოგებაზე გავიდა. კომპანიამ 18%-ით შეამცირა ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (R&D) და საერთო ჯამში 1.6 მილიარდი დოლარის დაზოგვა შეძლო.

2026 ფისკალური წლისთვის მოლოდინები კიდევ უფრო ოპტიმისტურია. პროგნოზების თანახმად, საოპერაციო მოგება 1.2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო წმინდა შემოსავალი 120 მილიონ დოლარს მიაღწევს. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Nissan-მა დაასრულა აღდგენის პროცესი და ახლა ზრდის ფაზაში შედის.

გარდა ამისა, Nissan-ი გეგმავს აშშ-ის ბაზარზე ახალი SUV-ების გამოტანას, მათ შორის ლეგენდარული Xterra-ს დაბრუნებას ჩარჩოიანი კონსტრუქციით, რომელიც კონკურენციას არც მეტი, არც ნაკლები, Toyota 4Runner-ს გაუწევს. გარდა ამისა, 2027 წლისთვის კომპანია ProPilot Assist-ის ისეთ ვერსიას გვპირდება, რომელიც GM-ისა და Ford-ის სისტემებსაც კი აჯობებს. ასევე იგეგმება ახალი ჰიბრიდული სისტემებისა და V6 ძრავების დანერგვა.

როგორ ფიქრობთ, დაუბრუნებს თუ არა Xterra-ს დაბრუნება და ახალი V6 ძრავები Nissan-ს ძველ დიდებას, თუ კომპანიამ აქცენტი უფრო მეტად ელექტრიფიკაციაზე უნდა გადაიტანოს?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები