Aa Aa
11 ივნისი 2022  |  10:35

და, აი, ასე იბადება პატარა Mustang Mach E

Ford Mustang-ის ბოლოდროინდელი გმირობის ამბავი.

ამჯერად, Mustang-ის მძღოლმა მოახერხა და შემაღლებული პარკირების ადგილიდან თავზე Tesla-ს დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევის კონტექსტი უცნობია, ფოტოები, რომლებიც Tesla-ს მფლობელმა გამოაქვეყნა, ყველაფერს ამბობს. Mustang-ი ჰაერშია გაჭედილი. წინა ბორბლები Tesla Model 3-ის სახურავზეა, უკანა ბორბლები კი კედელზე.

მართალია, ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ შერლოკ ჰოლმსობა არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ Mustang-მა უფრო მაღალი პარკინგიდან Tesla-ს ზედ გადაუარა.

თუ გავითვალისწინებთ, როგორ კიდია Mustang-ი ჰაერში, ეს ავარია დაბალ სიჩქარეზე არ უნდა მომხდარიყო. უკანა შუშა ჩამსხვრეულია. უკანა სავარძელზე რომ ვინმე მჯდარიყო, ყველაფერი გაცილებით ცუდად დასრულდებოდა.

ამ შემთხვევის ფოტოებმა ზოგს იუმორის გრძნობა გაუღვიძა: ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა: „ესე იბადება პატარა Mach-E?“

გაზიარება: