სუპერქარი, პროტოტიპები, ლამბორგინი, პინინფარინა, პინინფარინა პურა ვიჟენი
Aa
Aa

ორიგინალური Pininfarina Pura Vision სუვის გამოსვლა 2022 წელს იგეგმება

Automobili Pininfarina-ს ელექტრო ჰიპერქარი Battista სცენას ელექტრო სუვს დაუთმობს, რომელიც 2022 წელს გამოვა. კონცეპტის სახით მას აგვისტოში ვიხილავთ.

Pura Vision შეფუთული კალიფრონიაში გამოჩენდამდე დარჩება, მაგრამ Pininfarina-მ რამდენიმე დეტალი უკვე გაამხილა.

კომპანიის პროდუქტის მთავარმა ოფიცერმა პაოლო დელაჩამ განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი სეგმენტში ლიდერობის მოპოვება და ახალი ტრენდის დანერგვაა. მან  Pura Vision -ს SLUV (sustainable luxury vehicle) უწოდა.  

კონცეპტი, ყველგანმავალი შესაძლებლობებით, ძალიან საინტერესოა. ეს ფართო, ოთხკარიანი მოდელია. კაპოტი გრძელია, საქარე მინა დახრილი, სახურავი კი მთლიანად მინისაა.

დიზაინერებმა სცადეს Lamborghini Urus-სა და Porsche Panamera Sport Turismo-ს შორის შუალედი ეპოვათ. იტალიური სუვის აგრესიულ დიზაინზე იზრუნეს, თუმცა, როგორც ჩანს მანქანის გაბარიტებზე ნაკლებად დაფიქრდნენ.

თავს მემკვიდრეობაც იჩენს. მთავარი დიზაინერის ლუკა ბორგონიოს განცხადებით, გრძელი კაპოტის იდეა 1947 წლის Cisitalia 202-დან აიღეს, შუშიანი სახურავის კი 1953 წლის Alfa Romeo 6C 3000 Superflow კონცეპტისგან. ორივე მათგანი პინინფარინას დიზაინითაა შექმნილი.

მინის სახურავის იდეის განხორციელებაში კომპანიამ დიდი შრომა ჩადო. იმისთვის, რომ ინტერიერში ტემპერატურა აკონტრლოლოს, სცეპიალური პანელი მზის სხივებს ირეკლავს. ეს პანელი ალუმინის ჩარჩოზეა დამაგრებული, რომელიც მანქანის გადაბრუნების შემთხვევაში მგზავრებს დაიცავს.

მანქანას ელექრო აგრეგატი აქვს, რომელიც 1000 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

დელაჩას თქმით, ავტომობილი 0-100კმ/სთ-ამდე 3.0 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 299კმ/სთ-ია. მანქანას ბოლომდე დატენილ მდგომარეობაში 547კმ-ს გავლა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად კარგ გზაზე სიარულზეა ორიენტირებული, უგზოობასაც კარგად უკლავდება.

Pininfarina Battista-ს 150 ეგზემპლარის აწყობას გეგმავს. თითოეული £1.7 მილიონი ეღირება. სუვი ნაკლებად ექსკლუზიური იქნება. შედარებით იაფი ეღირება. მისი ფასი £274,000-დან დაიწყება. მთავარი კონკურენტი Ferrari Purosangue იქნება, რომლის ბაზარზე გამოსვლაც 2022 წელს იგეგმება.

Pininfarina-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პერ სვანტესონმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ტურინთან ახლოს ქარხნის გასახსნელი ადგილის ძებნა დაიწყო.  

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქარხანა იტალიაში იყოს. ეს ჩვენი სახლი იქნება“. - ამბობს სვანტესონი. მისივე თქმით, მთავრობა ასეთი ადგილის პოვნაში ეხმარებათ.

SUV პირველი იქნება, რაც ახალ ქარხანაში აიწყობა. წარმოებაში 2022 წელს ჩაეშვება. Battista-ს კი სხვაგან, სადღაც კამბიანოსთან ახლოს და ძირითადად ხელით ააწყობენ.

ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის მიხაილ პერშკეს აზრით, გეგმის განხორციელებამ შესაძლოა დამატებითი ინვესტიციები მოითხოვოს. „ელექტო ავტომობილების მწარმოებლად გადაკეთებას დიდი ფული სჭირდება“. - ამბობს ის.  

მიუხედავად ამ განცხადებისა, ისიც დარწმუნებულია, რომ Pura Vision-ის გამოშვებით კომპანია სწორ გზაზე დგას და ისეთი ავტომწარმოებლების გამოწვევა შეუძლია, როგორებიცაა  Bentley და Lamborghini.

- „ჩვენ უბანში ახალი ბავშვი არ ვართ. ჩვენ Pininfarina ვართ“. - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები