კლასიკური ავტომობილები, ბიემვი, სედანი, ბეემვე, ბიემვი ემ5 ე34
Aa
Aa

ეს E34 BMW M5 საუკეთესო მდგომარეობაშია და ლას ვეგასში იყიდება

იდეალურ მდგომარეობაში მყოფ E34 BMW M5-ს ლას ვეგასში Porsche-ს დილერი ყიდის.

გინახავთ ასეთი „კარგად შენახული“  E34 BMW M5? ალბათ, ქარხნიდან რომ გამოიყვანეს, ასე კარგად მაშინაც არ გამოიყურებოდა.

E34 M5, რომელიც 1989-1995 წლებში გამოდიოდა, ბოლო ხელით აწყობილი M ავტომობილია და უკანასკნელი M5, რომელსაც 6-ცილინდრიანი მწკრივული ძრავა ჰქონდა. ასეთ კარგ მდგომარეობაში დღეს ამ მანქანებიდან ცოტა თუა.

ამ კონკრეტულ წითელი ფერის E34-ს 50359კმ აქვს გავლილი და პირველად 1991 წელს დარეგისტრირდა. ახლა ის ლას ვეგასში იყიდება და, რა თქმა უნდა, ძვირად. მისი ფასი $67,000-ია. როგორია? 

თუმცა, ღირს. ეს მანქანა ჩრდილოეთ ამერიკული ეგზემპლარია. კაპოტის ქვეშ 3.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი S36 ძრავა იმალება და არა განახლებული 3.8. 311 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-ამდე 6.4 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 252კმ/სთ-ია. 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.

დისკები ბრჭყვინავს. სალონიც იდეალურ მდგომარეობაშია და მანქანის ტელეფონიც არ დაგავიწყდეთ. დიდებულია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები