პოლიცია, რეგულაციები, კანონები, ხმაურზე რეგულაცია
Aa
Aa

1 სექტემბრიდან ავტომობილების ხმაური აპარატებით შემოწმდება | რა იცვლება მძღოლებისთვის?

შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც განისაზღვრა, თუ როგორ შეამოწმებს პოლიცია სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონეს სპეციალური, სერტიფიცირებული პორტატული აპარატების მეშვეობით.

სამინისტროს ინფორმაციით, წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. პოლიციელები ხმაურის დონეს საგზაო მოძრაობის პირობებშივე შეამოწმებენ. ამისთვის უწყებამ უკვე შეიძინა სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვებ ნორმებს საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს.

23:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტის ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დადგენილი ნორმის დარღვევა მძღოლების დაჯარიმებასა და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს:

  • პირველი შემთხვევა: 100 ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობაზე 10 ქულის დაკლება;
  • მეორე შემთხვევა: 200 ლარიანი ჯარიმა და 20 ქულის დაკლება;
  • მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა: 300 ლარიანი ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და მსგავს დარღვევებზე რეაგირებას უწყება აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები