ლექსუსი, სედანი, წარმოების დასასრული, ლექსუს ჯიესი, სპეციალური მოდელი
Aa
Aa

უკანასკნელი Lexus GS-ის ახალი Black Line ვერსია

იაპონური ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ამ მოდელის წარმოებას აგვისტოს ბოლოს წყვეტს.

2020 წლის Lexus GS Black Line ლიმიტირებული წარმოების ავტომობილია. GS მოდელის წარმოების დასასრული აგვისტოშია დაგეგმილი და ამის აღსანიშნად უკანასკნელ განახლებას Black Line-ს გამოუშვებენ.

„ჩვენ მოდელების სიას მუდმივად ვარჩევთ. სედანების სეგმენტი ნელ-ნელა მცირდება და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში GS სერიის სედანები მცირე რაოდენობით გაიყიდა,“ - აცხადებს „ლექსუსის“ პროდუქტის კომუნიკაციების დეპარტამენტის წევრი ამანდა რორკი.

Black Line-ის ლიმიტირებული სერია, GS 350 F SPORT-ის ანალოგიურად, უკანაწამყვან და ოთხივეწამყვან ვერსიებს სთავაზობს. მომხმარებელს მხოლოდ ორი ფერის არჩევანი ექნება: Ultra White და Caviar. ექსტერიერის რამდენიმე ელემენტი, მათ შორის გვერდითა სარკეები, საბარგულის „ტუჩისებრი“ სპოილერი, ცხაურა და დისკები, შავ ფერში იქნება შეღებილი.

შიგნით წითელი ნაკერების მქონე შავი ტყავის სავარძლები გელოდებათ. წითელი ტყავი კარების პანელებზე, საჭესა და ცენტრალურ კონსოლზე დაგხვდებათ. მაჩვენებელთა დაფასის ნაწილი და ხელის დასასვენებლები ალკანტარით არის დაფარული. ინტერიერს ასვე კარბონის ელემენტები ამშვენებს.

ბოლო შტრიხის სახით, ავტომობილს Zero Halliburton-ის ორი სპეციალური კეისი მოყვება. კეისების შიგნით ავტომობილის ცხაურის დიზაინის მსგავს ელემენტებს და ასევე ტყავის სექციებზე ამოტვიფრულ „ლექსუსის“ ლოგოს იხილავთ.

Black Line-ის ზუსტ ფასს „ლექსუსი“ ზაფხულის დასაწყისში მოდელის გამოშვებამდე გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები