Aa Aa
5 ივლისი 2022  |  10:41

მძღოლების უმეტესობა მართვის ავტონომიურ სისტემებს არ ენდობა - კვლევა

ავტომწარმოებლები მძღოლის დამხმარე სისტემების დახვეწაზე აქტიურად მუშაობენ. ისინი ავტომობილებს რაც შეიძლება მეტი ფუნქციონალით ტვირთავენ. სწორედ ამიტომ, აშშ-ში Insurance Institute for Highway Safety-მ კვლევა ჩაატარა. მათი მიზანი თანამედროვე ავტომობილების მომხმარებლებთა სურვილების შესწავლა გახლდათ.

კვლევამ აჩვენა, რომ მძღოლების უმეტესობა დამხმარე სისტემების მიმართ კონსერვატიულად არის განწყობილი. 1 000 გამოკითხული მძღოლიდან უმრავლესობა, ავტომატიზებულ სისტემებს (ხაზის ცენტრში მოქცევა, ხაზის ცვლილება და მართვის მონიტორინგი) ნაკლებად იყენებს. ადამიანებს ურჩევნიათ ასეთი მანევრები თავად განახორციელონ, ვიდრე საქმე კომპიუტერს მიანდონ.

მიუხედავად ამისა, ასეთი ტექნოლოგიის მიმართ დაინტერესება დიდია. მათ აინტერესებთ თუ რამდენად დახვეწილი შეიძლება გახდეს ავტონომიური მართვა. კვლევის დიზაინის შემქმნელი, ალექსანდრა მილერი ამბობს, რომ მძღოლებს ურჩევნიათ მართვის პროცესში ჩართულნი იყვნენ. თუნდაც ეს მინიმალური ჩარევა იყოს.

რაც შეეხება ხაზის ცვლილებისა და ცენტრში მოქცევას, მძღოლები ამბობენ, რომ ამ მანევრის დროს მათ საჭეზე ხელის დატოვება ურჩევნიათ. გამოკითხულების უმრავლესობისთვის სახისა და საჭის სენსორიც უმნიშვნელოვანესია. მათი დახმარებით ავტომობილი მძღოლს გაფრთხილებებს აძლევს, რომ ყურადღება ისევ საჭეზე და მართვაზე გადმოიტანოს.

ბევრი მძღოლისთვის საჭიდან ხელის აღება და ასე გადაადგილება უფრო სტრესულია, ვიდრე საჭეზე ხელის დატოვება. თუმცა, ამ მოსაზრებას ბევრიც არ დაეთანხმა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემებს მძღოლების უმრავლესობა ნაკლებად ენდობა. 

და როგორია თქვენი აზრი? დააფიქსირეთ თქვენი შეხედულება კომენტარებში.

გაზიარება: