სრულიად განახლებული და დახვეწილი: 2020 წლის Nissan Juke
Aa
Aa

სრულიად განახლებული და დახვეწილი: 2020 წლის Nissan Juke

პირველი Nissan Juke ნამდვილი ნოვატორი იყო. ის შეიქმნა, როგორც პატარა მანქანების ალტერნატივა, მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა Ford Fiesta და Volkswagen Polo. თუმცა, მისმა მაღალმა კლირენსმა მას სუვის სტილი მისცა და ისიც მასებზე გათვლილი გლამურული ავტომობილი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანის დიზაინი ყველასთვის მოსაწონი ნამდვილად არ იყო, რამდენიმე ავტომწარმოებლისთვის შთაგონებაც კი აღმოჩნდა და მათ ისეთი ავტომობილები შექმნეს, როგორებიცაა Ford Puma, Renault Captur-ი, Skoda Kamiq-ი და Volkswagen T-Cross-ი.

პრობლემა ის იყო, რომ რამდენადაც უნდა მოგწონებოდათ მისი ორიგინალური დიზაინი, შესაძენად ბევრ ლოგიკურ მიზეზს ვერ იპოვიდით. საბედნიეროდ, ბოლო მოდელმა ეს ფაქტი შეცვალა.

ფასი:

  • 1.6 [112] Acenta 5dr - £14,530
  • 1.0 DiG-T Visia 5dr-£16,448
  • 1.0 DiG-T N-Connecta 5dr - £19,841
  • 1.0 DiG-T Tekna 5dr DCT-£22,668
  • 1.0 DiG-T Tekna+ 5dr DCT -£23,988

საბაზისო მოდელ Visia-საც კი კრუიზ კონტროლი, კონდიციონერი და ელექტრო შუშები აქვს. მაგრამ, ამ მოდელის შეძენა მაინცდამაინც მიზანშეწონილი არაა. მისი საინფრომაციო-გასართობი სისტემა, სულაც არაა არც საინფრომაციო და არც გასართობი.

N-Connecta-ს შეძენა უფრო აზრიანია. ის კლიმატ კონტროლს, ტყავით შეფუთულ საჭეს და მანქანის უგასაღებო დაძვრას გვთავაზობს. ასევე, ის ძალიან ეკონომიურია.

Tekna და Tekna+ მოდელებს 19-იანი დისკები აქვს. გარდა ამისა, ისინი უსაფრთხოების მეტი სისტემითაა აღჭურვილი.

 

ძრავა და მართვადობა

1.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის ძრავა, რომელიც 115 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ერთადერთი არჩევანია. 0-100კმ/სთა-მდე 10.4 წამში აღწევს. კონკურენტების Skoda Kamiq-სა და Volkswagen T-Roc-ის ძრავები ცოტათი უფრო მძლავრია, თუმცა დიდი განსხვავება არაა. მომავალში ჰიბრიდული ძრავის დამატებაც იგეგმება, დიზელი კი სიიდან საერთოდ ამოიღეს.

Juke-ს საშინლად არაკომფორტულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. გზის დიდ უსწორმასწორობას უმკლავდება, თუმცა ქალაქში და უფრო სწრაფ გზებზე შექმნილ არასაგზაო პირობებს კომფორტულად ნამდვილად ვერ გაგატარებთ. 16- და17-ინჩიანი დისკებით, უფრო სასიამოვნო სატარებელია, თუმცა, ეს მდგომარეობას ბევრად არ აუმჯობესებს. მიუხედავად მაღალი კლირენსისა, მანქანას მოსახვევებში თავი კარგად უჭირავს.

კონკურენტებთან შედარებით, Juke-ის ტარება ნაკლებად სახალისოა. Puma-ს მართვა მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რადგან ის უკეთსადაა დაბალანსებული. Kamiq-ი და T-Roc-ი, მართალია Puma-ს დონეზე არაა, მაგრამ, ისინიც უფრო დაბალანსებული ჩანს, ვიდრე Juke.  

რაც შეეხება ძრავის ხმაურს, აქ Juke თავს დადებითი კუთხით იჩენს. მისი ძრავა უფრო ჩუმია, ვიდრე T-Roc-ის ან Kamiq-ის. თუმცა, სამწუხაროდ, ქარის ხმა მანქანის შიგნითაც აღწევს.

6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი კარგად რეაგირებს, მაგრამ მისი კონკურენტების კოლოფები უფრო ზუსტია.

 

საწვავის მოხმარება

საწვავის ხარჯვა მოდელის მიხედვით განსხვავებულია. საბაზისო ვერსია 100კმ-ზე საშუალოდ 7 ლიტრ საწვავს მოიხმარს. სხვა მოდელების ხარჯვა 5.ლ-დან  6ლ-მდე მერყეობს. ყველაზე ეკონომიური N-Connecta მოდელია, რომელიც 100კმ-ზე საშუალოდ 5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

 ინტერიერი

ინტერიერის ხარისხი ისაა, რითაც 2020 წლის მოდელი წინა მოდელისგან ბევრად განსხვავდება.

უფრო ძვირიანი Tekna+ მოდელი უკეთეს მატერიას გვთავაზობს, მაგალითად, ალკანტარას საფარს და ბზინვარე პლასტმასს, რომელიც უკეთ გამოიყურება, მაგრამ საშუალო ღირებულების მოდელების ინტერიერსაც არაფერი დაეწუნება.

ღილაკებზე დაჭერა საკმაოდ სასიამოვნოა. სიმართლე რომ ვთქვათ, ერთადერთი რაც ინტერიერის ხარისხზე ცოტათი ცუდად იასახება, კარებზე უხეში პლასტმასია. ჯამში კი ამ ასპექტში Juke მის კონკურენტ მცირე ზომის სუვებს არ ჩამოუვარდება, თუ არ ჩავთვლით პრემიუმ მეტოქეს - Audi Q2-ს.

თუ როდესმე ძველი Nissan Juke (2010-2019) გიტარებიათ, იმედგაცრუებული დარჩებოდით იმით, რომ საჭის ადაპტირება მხოლოდ სიმაღლეზე იყო შესაძლებელი. ახლა ეს ასე აღარ არის და მისი გამოწევაც შესაძლებელია. საჭესთან კომფორტულად იჯდებით, თუმცა, დიდ ხანს ჯდომას არ გირჩევთ. სავარძელი არც თუ ისე  მოსახერხებელია.

ყველა ვერსიას LED მაშუქები აქვს. საქარე მინიდან კი საკმაოდ კარგი ხედი იშლება. ამას ორი ფაქტორი განაპირობებს: მაღალი კლირენსი და დახრილი საქარე მინა. ნაკლებად შთამბეჭდავია მძღოლის სავარძლიდან უკანა ხედი. უკანა შუშა მცირე ზომისაა და ხილვადობა შეზღუდულია. Acenta მოდელს თუ აირჩევთ, უკანა ხედვის კამერას მიიღებთ. Tekna-ს ან Tekna+ არჩევის შემთხვევაში, თქვენ გაუმჯობესებული კამერა დაგხვდებათ, რომელიც მანევრირებას ბევრად გაამარტივებს.

სალონის წინა სავარძლების მზავრებისთვის მანქანაში საკმარისზე მეტი სივრცეა. სავარძლები უკანაც დიდ მანძილზე იწევა. წინა ნაწილში ნივთებისთვის არც თუ ისე დიდი სივრცეა, თუმცა ჭიქების ჩასადებს მაინც მიიღებთ.

უკანა სავარძლების მგზავრებისთვისაც საკმაოდ დიდი სივრცეა. მათი მუხლები წინა სავარძლების ზურგზე მტკივნეულად მიბჯენილი ნამდვილად არ იქნება.

უკანა სავარძლები იკეცება და ბარგისთვის სივრცეს საკმაოდ აფართოებს. თვითონ საბარგული კვადრატული ფორმისაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მასში 6 ჩემოდანის ჩატევაა შესაძლებელი, ისევე, როგორც კომპანიის უფრო დიდი ზომის ავტომობილ Qashqai-ში.

საინფრომაციო-გასართობი სისტემა

საბაზისო Visia მოდელის შემთხვევაში, თქვენ მოძველებულ საინფორმაციო-გასართობ სისტემას მიიღებთ. ეკრანი მინიატურული ზომისაა, თუმცა ბლუთუზი, DAB რადიო და USB პორტი სტანდარტულია.

Acenta მოდელის განახლებული 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს. Apple Carplay და Android Auto ხელმისაწვდომი იქნება. ტელეფონის დაკავშირების საშუალებით Google Maps-ის და Waze ნავიგაციის გამოყენებას შეძლებთ. N-Connecta პაკეტი სატელიტურ ნავიგაციას უზრუნველყოფს.

საინფორმაციო-გასართობ სისტემაზე კარგი იქნებოდა, რომ გრაფიკა უფრო მკაფიო ყოფილიყო. თითის შეხების შემდეგ, სისტემა რეაგირებას ცოტათი აგვიანებს. ზოგიერთი გამოსახულება კი იმდენად მცირეა, თითის ზუსტად დაჭერა გაგიჭირდებათ.

 

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუქციები

Nissan Juke-მა Euro NCAP-ისგან უმაღლესი შეფასება - 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. თუმცა, ეშმაკი დეტალებშია და, როგორც აღმოჩნდა, გვერდითა შეჯახებისას ეს მანქანა ისეთივე კარგ შედეგს ვერ აჩვენებს.

საბაზისო მოდელი Visia-ც კი აღჭურვილია ისეთი უსაფრთხოების სისტემებით როგორებიცაა:

  • ავტომატური საავარიო დამუხრუჭების სისტემა ქვეითის დადგენით;
  • ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება;
  • საგზაო ნიშნების ცნობა.

Tekna და Tekna+ ვერსიები უხილავი წერტილის მონიტორინგით და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილების სისტემითაა აღჭურვილი.

გადაუდებელი დახმარების ღილაკით ყველა მოდელია აღჭურვილი. მისი გამოყენების შემთხვევაში, თქვენ პირდაპირ სერვის ცენტრს დაუკავშირდებით.

შეჯამება:

Nissan Juke მცირე ზომის სუვების სეგმენტში, ერთ-ერთი ორიგინალური დიზაინის ავტომობილია. ის თავის კონკურენტებს გარკვეულ ასპექტებში ბევრად ჩამორჩება, თუმცა თავისი ძლიერი მხარეები მასაც აქვს. მათ შორის, კარგი ხარისხის იტერიერი. უსაფრთხოების სისტემებითაც უხვადაა აღჭურვილი. მაგრამ, თუ მეტ სივრცესა და კომფორტს ეძებთ Skoda Kamiq-ი უკეთესი არჩევანია. ხოლო Ford Puma-ს „შენახვა“ უფრო იაფიც დაგიჯდებათ და მართვაც უფრო სახალისოა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები