სუვი, ჰონდა, სრული ამძრავი, ჰონდა სი-ეიჩარი
Aa
Aa

ორიგინალური დიზაინის პატარა სუვი: 2020 წლის Toyota C-HR

ორიგინალური სტილით, კუპეს მსგავსი ექსტერიერით, ნათელი ფერების არჩევანით 2020 წლის C-HR-ი შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის გემოვნებაში ჩაჯდეს. მიუხედავად ამისა, Toyota-ს პატარა სუვი სინამდვილეში ცოტათი მოსაწყენია. 4-ცილინდრიანი ძრავა სუსტია და აჩქარების მაჩვენებელიც არადამაკმაყოფილებელი. C-HR წინამავალია AWD შესახედაობით. მართალია ეკონომიურია, თუმცა ამ სეგმენტში ბევრად უფრო ეკონომიური ავტომობილებიც არსებობს. სხვა სუვები ბარგისთვის და სალონში მეტი სივრცით, ალბათ, უკეთესი არჩევანი იქნება. Toyota-მ მანქანა სტანდარტული ფუნქციებით კარგად აღჭურვა, თუმცა ეს ფუნქციები მის ბევრ კონკურენტსაც აქვს.

 

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

Toyota-ს ყველაზე პატარა სუვს მცირე განახლებები აქვს: წინა ბამპერი, ცხაურა, წინა მაშუქები და დისკების ახალი დიზაინი. საბაზისო LE ვერსიას ახლა უკვე Android Auto, LED მაშუქები და SiriusXM სატელიტური რადიო აქვს. XLE მოდელს სავარძლების უკანა ჯიბეები და უფრო ფართო მზისგან დამცავები აქვს. Limited ვერსიას 8-გვარად ადაპტირებადი მძღოლის სავარძელი აქვს. სალონის ფერის ორი არჩევანი გაქვთ: წითელი და ცხელი ლავის ფერი. კონტრასტული ვერცხლისფერი სახურავიც ხელმისაწვდომია.  

ფასი

  • LE: $22,415
  • XLE: $24,450
  • Limited: $27,470

LE-სა და XLE-ს ფასს შორის დიდი გასხვავება არაა. XLE-ს ნამდვილად აქვს ისეთი დეტალები, რომლებშიც დამატებითი თანხის გადახდა ღირს. მაგალითად, 18-იანი დისკები, გვერდითა სარკეების გათბობა, უხილავი წერტილის მონიტორინგი, ტყავის საჭე.  

ძრავა და მართვადობა

C-HR-ის 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოკომპრესორი იმედგაცრუებულს დაგტოვებთ. მანქანას 144 ცხენის ძალა აქვს. ის ბევრად უფრო ნელია, ვიდრე მისი კონკურენტები. ქალაქში მართვისას მისი სინელე არ გაგაღიზიანებთ, მაგრამ, სცადეთ, დააჭირეთ აქსელერატორს ფეხი და ბევრი არაფერი შეიცვლება. მანქანა ადგილზე დარჩება. CVT-ს რეაგირებისთვის საკმარისზე მეტი დრო სჭირდება. უსწორმასწორო გზაზე C-HR დისკომფორტს არ შეგიქმნით. დაბალ სიჩქარეზე ყველაფერი კარგადაა, მაგრამ, ცოტა მაღალზე, თუნდაც გატეხილ ქვაფენილს გადაუაროთ, მანქანის საშინელი ხმა დაგაყრუებთ. საჭე ადეკვატურად იმართება და წინა ბორბლები დროულად რეაგირებს. შორიდან C-HR-ის მართვა სახალისოც კი ჩანს.

 

საწვავის მოხმარება

მართალია, აჩქარება ამ მანქანის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, მაგრამ საწვავის ეკონომია ის ასპექტია, სადაც C-HR თავს დადებითი კუთხით იჩენს. შერეულ რეჟიმში 100კმ-ზე 8.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს, თუმცა. ამ ზომის სუვისთვის ეს დამახასიათებელი მაჩვენებელია.

 

ექსტერიერი და ინტერიერი  

C-HR თავისი მომავლის ხედვის დიზაინით ადვილი შესამჩნევია. მისი ექსტერიერი უნიკალური ესთეტიკისაა და Toyota-ს ტიპური სტილისგან განსხვავებულია. 2020 წელს მანქანის გარეგნობაში შეტანილ ცვლილებებზე უკვე ვისაუბრეთ. LE მოდელს 17-იანი დისკები აქვს. XLE-სა და Limited-ს - 18-იანი. XLE-ს დისკებს სპორტული შესახედაობა აქვს.  

თუ, C-HR-ის ექსტერიერი კომპანიის სხვა მოდელებისგან განსვხავებულია, სალონი Toyota-სთვის ტიპურია. მანქანა 5-ადგილიანია. რამდენიმე პლასტმასის პანელის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ სალონისთვის ხარისხიანი და გამძლე მატერიაა შერჩეული. ხელოვნური ტყავი ცოტა დაბნეულობას და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. XLE ავტომობილის სალონი სხვადასხვა განათებაზე სხვადასხვა შავი ფერისაა. მთლიანობაში სალონს ძალიან ახალგაზრდული შეხედულება აქვს. როცა საქმე ტექნოლოგიებს ეხება, C-HR სრულიად თანამედროვეა. ორზონიანი კლიმატ კონტროლი საბაზისო მოდელის ერთადერთი ფუფუნებაა. რაც შეეხება საბარგულს, სეგმენტის ლიდერია Honda HR-V, რომელიც დაკეცილი სავარძლებს შემთვევაში უკვე წარმოუდგენელ სივრცეს გვთავაზობს. C-HR-ს საშუალო ტევადობა აქვს.

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

საინფორმაციო-გასართობი სისტემის 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი მანქანის მოსაწყენ მონაცემთა დაფას ახალისებს.  საბაზო მოდელს Apple CarPlay, Android Auto, SiriusXM სატელიტური რადიო და ბლუთუზი აქვს. მენიუ იმდენად ადვილი და მოსახერხებელია, რომ მისი გამოყენება ისეთ ადამიანსაც არ გაუჭირდება, რომელსაც ტექნიკასთან შეგუება უჭირს.

 უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

Toyota C-HR-მა National Highway Traffic Safety Administration-სა და Insurance Institute for Highway Safety-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 2019 წელს IIHS-სგან Top Safety Pick ჯილდო წინა მაშუქების გამო ვერ მიიღო. 2020 წელს ახალი მაშუქები ჯერ არ შეუმოწმებიათ. უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემები სტანდარტულია:

  • ავტომატური საავარიო დამუხრუჭების სისტემა
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი
  • ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა

 ყველა საჭირო ფუნქციით, ეს მანქანა თქვენი უსაფრთხოების გარანტია ნამდვილად იქნება. 

 

შეჯამება

Toyota C-HR ორიგინალური, კომპანიის ტრადიციული სტილისგან განსხვავებული სუვია. მანქანაში ჩაჯდომისას ისევ Toyota-ს სამყაროში ბრუნდებით. სალონში საეჭვო მატერია და უღიმღამო მონაცემთა დაფა დაგხვდებათ. მართვადობა იმედს გაგიცრუვებთ. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ მანქანის დადებითი მხარეა. უსაფრთოხების და მძღოლის დამხმარე სისტემებიც აქვს. ამ ავტომობილს ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს, თუმცა, ამ სეგმენტში სხვა ავტომობილი, მაგალითად, Honda HR-V უკეთესი არჩევანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები