Mercedes, Porsche, M-Class, Cayenne
Aa
Aa

იცოდით, რომ პირველი Porsche Cayenne კინაღამ Mercedes M-Class-ზე დააფუძნეს?

Cayenne-მ Porsche გაკოტრებისგან იხსნა.

Porsche Cayenne ახლა უკვე 20 წლისაა. მისი დებიუტი 2002 წლის პარიზის საერთაშორისო ავტოშოუზე შედგა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, Porsche-ს სუვს შეიძლებოდა სულ სხვა გზა ჰქონოდა.

Porsche-მ აღიარა, რომ პირველი თაობის Cayenne კინაღამ Mercedes-Benz M-Class-ზე (ახლანდელი GLE-Class) დააფუძნეს.

როცა Porsche-მ, 911-თან და Boxster-თან ერთად, მესამე ავტომობილზე დაიწყო მუშაობა, 5 კონცეპტუალურ ავტომობილს განიხილავდა. ზოგი მათგანი სუვი იყო, ზოგიც - მინივენი. მინივენის იდეა Porsche-ს ამერიკულმა ფილიალმა უარყო. მათი აზრით, სუვი უფრო მომგებიანი იქნებოდა.

Porsche-ს მაშინ შეზღუდული რესურსები ჰქონდა. ბევრი ავტომობილის განვითარებაზე ერთდროულად ზრუნვა არ შეეძლო და ამიტომ პარტნიორის ძებნა დაიწყო. იმ დროს Mercedes-ი M-Class-ის გამოშვებას გეგმავდა. ამ ორმა ავტომწარმოებელმა მანამდე Mercedes 500 E სპორტულ სედანზე ითანამშრომლა. Mercedes-ი კიდევ ერთი თანამშრომლობის წინააღმდეგი არ იყო.

„იმ დროს Porsche-ს სუვს მაღალი ტექნიკური შესაძლებლობების Mercedes-ის განშტოებად განვიხილავდით. მას ექნებოდა M-Class-ს ნაწილები, მაგრამ უნიკალური ექსტერიერი და Porsche-ს ძრავა“, - ამბობს იმ დროს Cayenne-ს ხაზის განვითარების ხელმძღვანელი კლაუს გერჰარდ ვოლპერტი.

მოლაპარაკებები 1996 წელს დაიწყო, მაგრამ, ფინანსური უთანხოების გამო, გარიგება არ შედგა. 1997 წელს Mercedes-მა M-Class-ი მარტომ გამოუშა. ეს ავტომობილი ავტომწარმოებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა. იმავე წლის ივნისში, Porsche Volkswagen-თან Cayenne-სა და პირველი თაობის Touareg-ზე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. თუ გაინტერესებთ, როგორ გადაარჩინა Cayenne-ს შექმნამ Porsche გაკოტრებას, მაშინ დააჭირეთ აქ.

მსგავსი სიახლეები