G Power-ის სარეკორდო მოდელი და დიდი მოკითხვა კონკურენტებს
მას შემდეგ, რაც G Power-ის მიერ დამზადებულმა M6-მა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოხსნა, მისი უფრო დახვეწილი ვერსიის გამოჩენას აღარავინ ელოდა, თუმცა, ეს გერმანული ტიუნინგ კომპანია თავისი გიჟური ექსპერიმენტებით და უსწრაფესი მანქანებით ჩვენს წინაშე კიდევ არაერთხელ წარდგა. ისტორია E63 ძარაზე აწყობილი ფლაგმანური BMW M6-ით დაიწყო.
ამ მოდელის პრეზენტაციამდე G Power-მა წინასწარ განაცხადა, რომ ისეთ ავტომობილს ამზადებდნენ, რომელიც ყველას გააოცებდა და კონკურენტები შორიდან ცინიკურად მოიკითხეს. ავტომობილის წარდგენის და ტესტების შემდეგ აშკარა გახდა, მუქარა ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. 2008 წელს მათ შექმნეს ყველაზე ჩქარი 4-ადგილიანი „კუპე“ სახელად Hurricane RS-ი, რომელსაც M Power-ის 10-ცილინდრიან ძრავზე ორი კომპრესორი ჰქონდა დამატებული. ეს ძრავა სტანდარტულ მდგომარეობაშიც უძლეველი იყო და წარმოიდგინეთ კომპრესორის დამატებითი ძალა როგორ მონსტრად აქცევდა. ავტომობილს 750 ცხენის ძალა ჰქონდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 367 კმ/სთ-ს აღწევდა. იგი 20-იანი ნაწრთობი მეტალისგან დამზადებული დისკებით იყო წარმოდგენილი. ასეთ მაღალ სიჩქარეს შესაბამისი აეროდინამიკა სჭირდებოდა. ამიტომ მასზე არაერთ კარბონის სპლიტერსა და სპოილერს შეხვდებოდით. ამ მოდელის ნახვის შემდეგ ყველას ეგონა, რომ მასზე უკეთესი ვეღარ გამოვიდოდა, თუმცა, კომპანიამ ამჯერადაც ყველას გაოცება მოახერხა.
შემდეგი მოდელი Hurricane RR-ი იყო, რომელიც მეტა სიძლიერით გამოირჩეოდა. ძრავის მართვის სისტემის გადაპროგრამირების ხარჯზე დამატებითი 50 ცხენის ძალის ამოღება მოხერხდა და ეს კიდევ არ იყო მწვერვალი.
მოგეხსენებათ, რომ მსგავსი მოდელები შეკვეთის შემთხვევაში მზადდებოდა. სწორედ ამ ინდივიდუალური შეკვეთის შედეგი იყო G Power-ის ისტორიაში ყველაზე ჩქარი ავტომობილის შექმნა, რომელსაც 1 001 ცხენი სძალა ჰქონდა. ეს ავტომობილი არაბი ბიზნესმენის მოთხოვნით შეიქმნა. ამ მოდელს დაკიდების სისტემაც უფრო სპორტული ჰქონდა და 20-იანი საბურავების ნაცვლად 21-იანები ეყენა. ეს ორი მნიშვნელოვანი მოდიფიცირება კი საფართან კიდევ უფრო მეტად მოჭიდებას განაპირობებდა, რაც ავტომობილისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. 9 წამში 200 კმ/სთ-ის მიღწევა იყო შესაძლებელი და მისი მაქსიმალური სიჩქარე 370-ს აღწევდა. ავტომობილის ვიზუალი კიდევ უფრო მეტად აგრესიული და აეროდინამიკული იყო. მას აგრეთვე სამუხრუჭე სისტემაც გაუმჯობესებული ჰქონდა და ის კერამიკის დეტალებისან იყო დამზადებული. აღნიშნული ავტომობილი იმდენად უკომპრომისო იყო, რომ მეტი რესურსისთვის ძრავის თითქმის ყველა საკვანძო დეტალი ნაწრთობი ფოლადისგან იყო დამზადებული. ეს ყველაფერი კი 8000 ბრუნზე 1 001 ცხენის ძალას და 900 ნიუტონს უძლებდა, რომელსაც თითქმის 2-ტონიანი ავტომობილის 300-მდე აჩქარება 20 წამში პრობელმას არ წარმოადგენდა.
G Power-ი ყოველთვის უდიდეს მიზნებს ისახავდა და ამ ბრენდის მოყვარულებში თუ კი რამე იმედები გააჩინა, ყველა გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე თავზეხელაღებულ მოდელებს ამზადებს, მისგან კიდევ უფრო მეტს ველოდებით და ალბათ G Power Hurricane RR-ის მსგავს ლუკმას მომავალში კიდევ მივიღებთ.