გინესის მსოფლიო რეკორდი, კორვეტი, შევროლეტი კორვეტი სი8, მეტრო
Aa
Aa

კვების სატვირთო, რომელიც რეალურად Corvette C8-ია, გინესის რეკორდისთვის ემზადება

გინესის რეკორდის დამყარება თითქმის ყველა მიღწევაზე შეგიძლიათ, რაც კი ოდესმე გონებაში მოგსვლიათ. ასე რომ არც ის გაგაკვირვებთ, რომ ამჯერად, ეს უცნაური მოდელი, კვების ყველაზე სწრაფი სატვირთო მანქანის სტატუსის მოსაპოვებლად ემზადება. და თუ ფიქრობთ, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება ამისთვის ძალიან  ნელია, გეტყვით, რომ ის ფაქტობრივად, C8 თაობის Corvette-ია.

NorthJersey.com-ის ცნობით, ნიუ ჯერსის მკვიდრმა სატვირთო მანქანა, რომელსაც ის Vettro-ს უწოდებს, თითქმის ნულიდან შექმნა. პროექტის საფუძველი Metro-ს 1950-იანი წლების ფურგონია, რომელიც მან, 2018 წელს, $400-ად შეიძინა. თუმცა თავდაპირველი გეგმა სარბოლო მანქანის შექმნა არ ყოფილა და მას, უბრალოდ ფურგონის აღდგენა სურდა. პროექტის დასრულებას ერთი წელი დასჭირდა, 2019 წელს კი, ის გზებზეც დაბრუნდა.

View this post on Instagram

A post shared by @lucs

აქამდე, ავტომობილების ბევრი გადაკეთებული ვერსია გვინახავს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოდელს შუაში დამონტაჟებული, 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა და ლუდის ჩამოსასხმელი აქვს. პატარა სივრცის გამო, ფურგონის ინტერიერი საკვების მოსამზადებლად არ გამოიყენება, თუმცა უკანა გვერდითი პანელები იხსნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხმა Corvette-ს მიუგავს, ის ნამდვილად მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კვების სატვირთოა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დრო გვაჩვენებს, მოახერხებს თუ არა ეს უცნაური მოდელი გინესის რეკორდის დამყარებას. ამჟამად მსოფლიოში კვების ყველაზე სწრაფი სატვირთო მანქანის რეკორდი არ არსებობს. გინესის ეს კატეგორია სპეციალურად Vettro-სთვის შეიქმნება. სატვირთოს მფლობელის განცხადებით, „სწრაფი კვების სატვირთოს“ სტატუსის მოპოვებისთვის, მის მანქანას 200 კმ/სთ-ზე მეტის განვითარება სჭირდება.

       

      მსგავსი სიახლეები