BYD-მ ევროპაში გაყიდვებით Tesla-ს გადაასწრო | უახლესი მონაცემები
ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა BYD-მ ევროპის რეგიონში გაყიდვებით Tesla-ს გადაასწრო. BYD-ის ახალი ელექტრომობილების გაყიდვებმა აპრილის თვეში 7 231 EV-ს მიაღწია. შედეგად, BYD-ის ელექტრომობილების გაყიდვები ერთ წელიწადში 169%-ით, ხოლო plug-in ჰიბრიდი ელექტრომობილების ჩათვლით, 3 595-ით გაიზარდა.
Jato Dynamics-ის ანგარიშის თანახმად, BYD-ის ზრდის პარალელურად, აპრილის თვეში 49%-ით დაეცა Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვები. და ეს მაშინ მოხდა, როდესაც რეალურად, ელექტრომობილების რეგისტრაციები მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. თუმცა ამერიკული მწარმოებელი ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც EV-ების გაყიდვებში ვარდნა დააფიქსირა. ასეთი იყო Volvo-ც, რომლის ელექტრომობილების გაყიდვებიც 43%-ით დაეცა.
თუმცა, საერთო ჯამში ელექტრომობილების გაყიდვები, გასული წლის აპრილთან შედარებით, 28%-იც გაიზარდა. BYD-ის შემდეგ, ყველაზე დიდი ზრდა Skoda-მ დააფიქსირა (214%), შემდეგ მოდის Volkswagen-ი - ელექტრომობილების გაყიდვების 61%-იანი ზრდით.
რაც შეეხება BYD-ის: ჩინური კომპანია უახლოეს მომავალში ევროპის კონტინენტზე უფრო მეტად გაძლიერებას გეგმავს. ამას ავტომწარმოებელი, როგორც ახალი ელექტრომობილების გაშვებით, ასევე კონტინენტზე ახალი ქარხნების შეძენით აპირებს. მაგალითისთვის, ოთხშაბათს, ბერლინში კომპანიამ ახალი ელექტრო ჰეტჩბეკიც წარადგინა, Dolphin Surf-ი, რომლის ფასიც 23 000 ევრომდე იქნება.