ჯარიმები, საქართველო, სასამართლო, რუსთავის ბაზრობა
Aa
Aa

რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს ,,რუსთავის ავტობაზრობა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯია“, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, 848 276 ლარით დააჯარიმა. GCCA-მა მოკვლევა ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. 

 კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევით დადგინდა, რომ „2023 წელს, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და ,,ხარჯი პლუს მარჟას“ შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა.“ არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაზე წარმოდგენილი ბრალდება სააგენტოს მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეფასდა. 

GCCA-ს გადაწყვეტილებით, ორივე კომპანიას ჯამში 848 276 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ. ასევე კომპანიები, სააგენტოსთვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების გამო, მოკვლევის ფარგლებში 3-3 ჯერ,  ჯამში 26 000 ლარით დაჯარიმდნენ. 

მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ. 

 

მსგავსი სიახლეები