ეს Ferrari Daytona-ა, თუმცა არა ისეთი, როგორიც Ferrari-მ შექმნა
საავტომობილო ისტორიაში, ცოტა მოდელს თუ აქვს ისეთი მყისიერი ვიზუალური ეფექტი, როგორიც Ferrari GTB/4 Daytona-ს. საკოლექციო მანქანების უზარმაზარ სამყაროში, ეს კონკრეტული ვერსია, რომელიც ახლა აშშ-ში იყიდება, ყველა ტიპის მძღოლის მოთხოვნას აკმაყოფილებს: ვინტაჟური სტილი, V12 სიმძლავრე და უჩვეულო ისტორია.
ეს უბრალოდ კიდევ ერთი Ferrari არ არის. ეს არის Spider-ი და არა ისეთი, როგორიც ქარხნულად ავტომწარმოებელმა შექმნა. Ferrari-მ GTB/4 Daytona Spider-ის მხოლოდ 122 ეგზემპლარი აწარმოვა. თუმცა ეს მანქანა მათ შორის არ ყოფილა. ამის ნაცვლად, მან ქარხანა სტანდარტული Daytona-ს სახით დატოვა და ამ ვიზუალს 1970-იან წლებამდე ინარჩუნებდა. მანამ, სანამ აშშ-ში არ მოხვდა.
1979 წლებში ის European Auto Restoration-მა კაბრიოლეტად გადააკეთა. მანქანა ხელახლა 2012 წელს გაიყიდა და მისი განახლება Symbolic Motor Car Company-ს დაევალა. კომპანიამ ძარის მცირე დაზიანებები შეაკეთა და მანქანა ამჟამინდელ შავ ფერშიც გადაღება. ინტერიერში სავარძლები შავი ტყავის ვერსიით შეცვალეს და მაგნიტოფონით და კონდიციონერითაც კი აღჭურვეს.
მოდელი 4.4-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი. Bring a Trailer-ის თანახმად, ძრავა 2012-დან 2016 წლამდე კაპიტალურად შეკეთდა. გარდა ამისა, მანქანას ცოტა ხნის წინ ახალი გამონაბოლქვი სისტემა დაუყენეს და ამორტიზატორებიც განაახლეს.
ამჟამად, Ferrari-ის ეს უჩვეულო მოდელი Bring a Trailer-ზე იყიდება. ავტომობილის ფასმა $400 000-ს უკვე მიაღწია და სავარაუდოდ, აუქციონის დასრულებამდე კიდევ გაიზრდება.