გამონაბოლქვი, ელექტრომობილები, იაგუარ ლენდ როვერი, ლონგბოუ მოტორსი
Aa
Aa

უნდა გაძლოს თუ არა მანქანამ 100 წელი? | ეს შესაძლებელია

წარმოიდგინეთ: მანქანა, რომელიც 100 წელი გაძლებს. და ჩვენ მუზეუმში ექსპონატად შემონახულ ავტომობილებზე არ ვსაუბრობთ. არამედ, მუდმივად განახლებად და ხელახლა წარმოებულ მოდელზე. განახლებული ინტერიერი, შეცვლილი გადაცემათა კოლოფი და ძირითადი სტრუქტურა, რომელიც ათწლეულების შემდეგაც კი ასრულებს თავის ფუნქციას.

Financial Times-ის სამიტზე, რომელიც ავტომობილების მომავალს ეხებოდა, მსგავსი გზავნილი გაჟღერდა: „შექმენით მანქანა ისე, რომ მან დიდხანს გაძლოს, შემდეგ კი, თავიდან იწარმოოს. ის ხელახლა უნდა დაიბადოს პლანეტისთვის, ზედმეტი ზემოქმედების გარეშე“. იმავე საკითხზე განცხადება Jaguar Land Rover-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა, ანდრეა დებანმაც გააკეთა და დასძინა, რომ პროდუქტის შექმნამდე, მის მიზანსა და შედეგებზე კარგად უნდა დავფიქრდეთ.

რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს ეს ყველაფერი, საავტომობილო სტარტაპები და ცნობილი სახელები, მის სერიოზულად განხილვას იწყებენ. Longbow Motors-ის ხელმძღვანელის, დენიელ დეივის თქმით, მთავარი საზრუნავია, თუ „როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს მანქანა გზაზე ასი წლის განმავლობაში?“ კომპანია, თავის მხრივ, სწრაფ ელექტრომობილებს მდგრადი გადამუშავებული ალუმინისგან ქმნის და ამით, -ის გამონაბოლქვის 75%-ით შემცირებასაც ვარაუდობს.

ამჟამინდელი, ნაკლებად ეკოლოგიური მიდგომა ასეთია: შექმენი ახალი ავტომობილი - გაყიდე ან იჯარით გაეცი - შეცვალე ახალი ავტომობილით. ამ შემთხვევაში კი, Financial Times-ის სამიტზე შეკრებილ საავტომობილო სფეროს წარმომადგენლები ისეთ მოდელს განიხილავენ, რომელიც უბრალოდ გაუმჯობესდება, წლების განმავლობაში შენარჩუნდება და შემდეგ მისი გადამუშავება მოხდება. გადამუშავებული მასალა კი, კვლავ, ახალი მოდელის წარმოებას მოხმარდება.

დებაინის თქმით, ამ გეგმის მისაღწევად, მწარმოებლებმა იზოლირებულად მუშაობა უნდა შეწყვიტონ და პირიქით, მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაიწყონ. თუ ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად ჟღერს გაიხსენეთ, რომ Jaguar Land Rover-მა ინვესტიცია ჩადო კომპანიაში, რომელიც ნიკელის მცენარეული საფარიდან მოპოვებას ცდილობს.

 

მსგავსი სიახლეები