აუქციონი, DeLorean, DMC
Aa
Aa

ეს დაბალგარბენიანი DeLorean-ი უკან, 1981-ში დაგაბრუნებთ

DeLorean-სახელით, პირველად 40 წლის შემდეგ, ახალი ავტომობილი გამოვა. Alpha 5-ის სახელით შექმნილი მოდელი ელექტრო Porsche Taycan-ის კონკურენტი იქნება. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც წარსულში მოგზაურობა გსურთ? სურათებზე ნაჩვენები DMC-12 სწორედ დროში გაყინული ავტომობილია, რომელსაც მომავალში ამოგზაურებთ.

1981 წელს ირლანდიაში შექმნილი მოდელი მალდენში, მასაჩუჩეტსის შტატში გაიყიდა. მას შემდეგ 40 წელი გავიდა. მისმა ერთადერთმა მფლობელმა კი მხოლოდ 885 კმ დაფარა. მანქანის ოდომეტრზე 916 კილომეტრია გამოსახული. ეს 64 კმ კი მისმა ახალმა მფლობელმა გაიარა, რომელიც ამ DMC-ისთვის შესაფერის მეპატრონეს ეძებს.





თითქმის ახალთახალი DMC-12 დამუშავებული ალუმინის პანელებითა და ტურბინის ფორმის დისკებითაა აღჭურვილი. ექსტერიერს ძალზედ უხდება ნაცრისფერი სალონი. ავტომობილი 130 ცხენისძალიანი 2.85-ლიტრიანი RPV V6-ით არის აღჭურვილი. ეს აგრეგატი 5-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან არის დაკავშირებული. Car & Driver-ის გუნდმა DMC-12-ით 193 კმ/სთ განავითარა, რა დროსაც 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად მანქანას 9.5 წამი დასჭირდა.

თუმცა, DeLorean-ს ამ მონაცემების გამო არავინ შეიძენს. ეს საკულტო ავტომობილია, რომელიც ცნობილი ფილმის მოყვარულებში დიდ ნოსტალგიას აღძრავს.





Bring a Trailer-ის განცხადებიდან ვიგებთ, რომ მანქანას ბოლო სერვისი აპრილში ჩაუტარდა. მოდელს საწვავის ახალი შემფრქვევი სისტემა, აალების სანთლები, აკუმულატორი და საწვავის ტუმბო აქვს. ეს ცვლილებები და გარბენი ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი თავის ახალ მფლობელს უპრობლემოდ მოემსახურება.

აუქციონის დასრულებამდე ექვსი დღეა დარჩენილი და მანქანის ფასი უკვე 51 000$-ს აჭარბებს. წინასწარი შეფასებით, ეს ავტომობილი საკმაოდ ძვირად შეფასდება.

რა თანხას დათმობდით დროში სამოგზაუროდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები