Audi უფრო ძლიერ RS6 Performance-ს და „განსაკუთრებულ ვერსიას“ გამოუშვებს
Aa
Aa

Audi უფრო ძლიერ RS6 Performance-ს და „განსაკუთრებულ ვერსიას“ გამოუშვებს

RS6 Performance წლის ბოლოს გამოვა. „სპეციალურ მოდელს“ კი 2025 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

Audi RS6 მდიდრულობას, მაღალ ტექნიკურ შესაძლებლობასა და პრაქტიკულობას აერთიანებს. თანაც მას ადეკვატური ფასი აქვს. გერმანელი ავტომწარმოებელი შიგაწვის ძრავებზე მალე უარს იტყვის. თუმცა, ტვინ ტურბო V8-დან მეტი ძალების ამოღება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ავსტრალიურ გამოცემა Wheels-თან საუბარში, Audi-ს პრესსპიკერმა უფრო ძლიერი RS6-ის გამოშვებაზე მიგვანიშნა. როცა ჰკითხეს, უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ერთ RS6 Performance-ს, მან უპასუხა: „დაელოდეთ და ნახავთ“. ასევე თქვა, რომ „რაღაც იდეები“ აქვთ. დამატებით განმარტა:  

„RS6 C7 Performance ავაწყეთ, გამოვუშვით R8 RWD Performance-იც. როგორც ხედავთ Performance სტრატეგიას მივყვებით“.

ეს ყველაფერი არ არის. წყაროები Audi-დან ამბობენ, რომ RS6 Avant-ის „განსაკუთრებული ვერსია“, Performance-ის შემდეგ გამოვა. სუპერ უნივერსალს სტანდარტულ ფორმაში ისედაც 591 ცხენის ძალა და 800ნმ აქვს. VW Group-ი ამ ძრავას სხვა ავტომობილებშიც იყენებს. მათ შორის, Lamborghini Urus-შიც. Urus-ს 50 ცხენის ძალითა და 50ნმ-ით მეტი აქვს.

RS6 Performance წლის ბოლოს გამოვა. ეს მოდელის მეოცე დაბადების დღე იქნება. თუმცა, სპეციალურ მოდელს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. შემდეგი თაობის მოდელს ფლაგ ინ ჰიბრიდული აგრეგატი ექნება. ის ბოლო RS6 იქნება, რომელიც შიგაწვის ძრავას გამოიყენებს. ყველა მოდელი, რომელსაც Audi 2026 წლიდან გამოუშვებს, ელექტრო იქნება.

მსგავსი სიახლეები