ბიემვი, ბიემვი ემი, ბიემვი 3.0 სიესელი, ბიემვი სკაიტოპი, ბიემვი სპიდტოპი
Aa
Aa

BMW M „ოცნების მანქანას“ უშვებს | „ ჩვენ ყველას ერთი საერთო ოცნება გვაქვს“

გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის M-მოდელების განყოფილება მომდევნო წლების განმავლობაში ენთუზიასტებს რამდენიმე წარმოუდგენელი ავტომობილის შექმნას ჰპირდება. მათგან კი ერთი, როგორც ამბობენ, განსაკუთრებული იქნება. BMW-მ ახალი, შეზღუდული გამოშვების მოდელის გამოშვება უკვე დაადასტურა და ის, ბრენდის ექსკლუზიური „მცირე სერიის“ მანქანების მზარდ ხაზს შეუერთდება.

რას გვპირდება BMW? წარმოიდგინეთ თანამედროვე 3.0 CSL ან უფრო ახალი კონცეპტები, როგორიცაა Skytop-ი და Speedtop-ი. BMW M-ის მომხმარებელთა, ბრენდისა და გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა, სილვია ნოიბაუერმა, დაადასტურა, რომ განყოფილებამ ამ სპეციალური მოდელისთვის დასტური უკვე მიიღო. თუმცა რას უნდა ველოდოთ, ეს ჯერ კიდევ გაუგებარია.

კლასიკური ავტომობილების მოყვარულთათვის, ალბათ, უფრო მეტად მიმზიდველი შიგა წვის ძრავა იქნება. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სრულად ელექტრო M3 უკვე გზაშია. „ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ყველას ერთი საერთო ოცნება და გატაცება გვაქვს“, - განუცხადა ნოიბაუერმა BMW Blog-ს.

დიდი ალბათობით, ეს ახალი მოდელი BMW-ს არსებულ პროდუქტზე იქნება დაფუძნებული, რადგან შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ავტომობილის ნულიდან აწყობა ფინანსური თვალსაზრისით აზრს მოკლებული იქნება. ერთ-ერთი ვარიანტი M4-ზე დაფუძნებული 3.0 CSL-ის მსგავსი მოდელი შეიძლება იყოს, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა და მხოლოდ 50 ეგზემპლარით შემოიფარგლებოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, თითოეულის ღირებულება $750 000-ზე მეტია.

ნოიბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანი არა მხოლოდ კოლექციონერებისთვის მიმზიდველი მოდელის, არამედ M-ის მოყვარულთა უფრო ფართო სპექტრისთვის განსაკუთრებული რამის შეთავაზებაა - რა თქმა უნდა, გონივრულობის ფარგლებში.

„მე მწამს, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული და ბრენდისთვის საკულტო გვჭირდება. ის, რაც შეზღუდული გამოშვების მოდელზე მეტი იქნება. ოცნების მანქანა იქნება, მაღალი ფასით, რომელიც მხოლოდ კოლექციონერთა მცირე რაოდენობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდგომ კი, წესით, „მცირე სერიის“ სხვა მოდელებსაც შემოგთავაზებთ, გონივრულ ფასად, რათა უფრო მეტი მომხმარებელი გავაბედნიეროთ“.

 

 

მსგავსი სიახლეები