Aa Aa
12 აგვისტო 2022  |  10:27

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ Tesla Semi-ს გაყიდვა წელს დაიწყება

ბოლომდე დამუხტულზე Semi-ს ძლიერი ვერსია 800 კილომეტრის გავლას შეძლებს.

Tesla Semi-ს დებიუტი 2017 წელს შედგა და ის გაყიდვაში 2019 წელს უნდა ჩაშვებული. თუმცა, რამდენჯერმე წარმოების შეფერხების შემდეგ, ამ ავტომობილს ბაზარზე წელს ვიხილავთ.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტროის ილონ მასკის თქმით, Tesla Semi-ს კლიენტებისთვის მიწოდება წელს დაიწყება. გარდა ამისა, კომპანია უფრო დიდი გამძლეობის ვერსიასაც შემოგვთავაზებს, რომელიც 800 კილომეტრის გავლას შეძლებს. Tesla Cybertruck პიკაპი 2023 წელს გამოვა.

„800კმ გამძლეობიანი Semi Truck წელს გამოვა, Cybertruck შემდეგ წელს“, - წერს მასკი.  

Semi Truck-თან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად, ჯერ არც ფასი ვიცით და არც ბატარეის ტიპი. ის კი ცნობილია, რომ Semi-ს უკანა ღერძზე ოთხი ელექტრო მოტორი აქვს. ვერსიის მიხედვით, ავტომობილი 483 ან 804 კილომეტრის გავლას შეძლებს.

Tesla Semi ტესტირებებისას რამდენჯერმე შენიშნეს. როგორც ამბობენ, ეს ავტომობილი ნევადაში Gigafactory 1-ში აიწყობა. თუმცა, მისი წარმოება ოფიციალურად ჯერ არც ერთ ქარხანაზე არ არის მიწერილი და „განვითარების პროცესში მყოფის“ სტატუსი აქვს.

გაზიარება: