Bugatti, Divo, კატარის პრინცი
Aa
Aa

კატარის პრინცის უნიკალური Bugatti Divo მონაკოში დიდ გაოცებას იწვევს

კატარის პრინცმა მონტე კარლოს ქუჩებში თავისი Bugatti Divo გამოაგორა. ეს ის ავტომობილია, რომელიც მონტე კარლოშიც დიდ ყურადღებას იწვევს. ამ მოდელის ქუჩებში გამოჩენამ ენთუზიასტები და იშვიათ ავტომობილებზე მომუშავე პაპარაცები შეკრიბა.

Bugatti-მ ჯამში სულ Divo-ს 40 ეგზემპლარი შექმნა. საწყისი ფასი 5 მილიონი ევრო გახლდათ. თუმცა, ამ მანქანების რეალური ფასი ძალზედ მაღალია. ამის მიზეზი სპეციალური შეკვეთებია, რომლის მიხედვით შექმნილი მანქანებიც კოლოსალურ თანხებს აღწევს. მაგალითისთვის ეს Divo-ს გამოდგება, რომელიც უბრალოდ თვალწარმტაცია.

პრინცის ავტომობილის კორპუსის უდიდესი ნაწილი უპრიალებელ თეთრ ფერშია შეღებილი. მის დიზაინს ცისფერი აქცენტები გამოარჩევს, რომელიც წინა ტუჩს, ლარტყებს, ფარფლის წვერსა და უკანა სარტყელს ამშვენებს. გარდა ამისა, კორპუსის დეტალების გარკვეული რაოდენობა დამუშავებული კარბონით არის შესრულებული. ასეთია ჰაერის შემშვები არხები, წინა ბამპერი, უზარმაზარი ფრთა და დიფუზორი.

საინტერესო ისაა, რომ ეს Bugatti Divo კატარის სამეფო კოლექციაში ერთადერთი არ არის. შეიხი ხალიფა ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანიც Divo-ს მფლობელია. ეს მანქანა წელს ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა. მან თავისი ჰიპერავტომობილი Lamborghini Sian FKP 37-თან და Ferrari Monza SP2-თან ერთად ბრიტანეთში გადაიტანა.

Divo-ს ფორმები მარტივად მოგატყუებთ და გაფიქრებინებთ, რომ ეს Bugatti-ის სრულად ახალი და განსხვავებული მოდელია. თუმცა, ტანსაცმლის ქვეშ ის სტანდარტული Chiron-ია. ეს ნიშნავს, რომ მანქანა თავისი "მოსაწყენი" 8-ლიტრიანი W16 ძრავით "მოსაწყენი" რაოდენობის 1 479 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, Chiron-ისგან განსხვავებით Divo-ს 40-ვე ეგზემპლარი სახალხო ჩვენებამდე გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები