Geely-მ უსაფრთხოების დასამტკიცებლად მოდელი კლდიდან გადმოაგდო
2026 წლის ნოემბრის დასაწყისში BYD-მა თითქმის 3000-ცხენისძალიანი U9 Xtreme-ით სერიული ავტომობილების სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა და 503.17 კმ/სთ განავითარა. ახლა კი კიდევ ერთი ჩინური გიგანტმა, Geely-მ, თავისი ახალი მოდელის — Lynk & Co 07 GT-ის სიმტკიცისა და უსაფრთხოების დასამტკიცებლად, მოდელი პირდაპირ კლდიდან გადმოისროლა.
In the ongoing battle for most dramatic car safety demo, Lynk & Co has decided to launch a 07 GT off the end of a runway and over a cliff. It went well. https://t.co/oZuglCHP0X
— Inside China Auto (@InsideChinaAuto) November 19, 2026
ექსტრემალური უსაფრთხოების ტესტი ჩინეთში სრულიად სტანდარტული, სერიული ეგზემპლარის გამოყენებით ჩატარდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ადის ავტომობილი ტრამპლინზე 70 კმ/სთ სიჩქარით, კლდის კიდიდან ჰაერში ფრინდება და ცხვირით მიწას ენარცხება. რამდენიმე ამობრუნებისა და დაცემის შემდეგ, 07 GT საბოლოოდ ბორბლებზე ჩერდება.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ვიდეოს ბოლოს ავტომობილის ოთხივე კარი ყოველგვარი შეფერხების გარეშე იღება. გასაოცარია, რომ გვერდითა მინები და საქარე მინა დაუზიანებელი ჩანს, ხოლო პანორამული შუშის სახურავი, მართალია დაიბზარა, მაგრამ სალონში არ ჩამსხვრეულა. Geely-ს განცხადებით, ავტომობილის გვერდითა უსაფრთხოების ბალიშებმა წნევა ექვს წამზე მეტხანს შეინარჩუნეს, რაც გადაბრუნებისას მგზავრების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ცხადია, Geely-ს კლდიდან რამდენიმე 07 GT-ი რომ გადაეგდო, შედეგების ზუსტად გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა და ალბათობა იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში რომელიმე მფლობელი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, მინიმალურია. მიუხედავად ამისა, ვიდეო ნათლად აჩვენებს ძარის სტრუქტურულ სიმტკიცეს ყველაზე მძიმე ავარიის დროსაც კი.

Lynk & Co 07 GT სტანდარტული 07 სედანის დაბალი, უნივერსალი ვერსიაა, რომლის ევროპული დებიუტიც ახლახან პარიზში შედგა. მოდელი აღჭურვილია ბრენდის EM-P ჰიბრიდული სისტემით, რომელიც 1.5-ლიტრიან, ტურბინიან ოთხცილინდრიან ძრავას, ორ ელექტროძრავასა და 28.3 კვტ.სთ ტევადობის ბატარეას აერთიანებს. ჯამური სიმძლავრე 530 ცხენის ძალას, ხოლო მაბრუნი მომენტი 765 ნმ-ს უტოლდება, რაც ავტომობილს მისი აგრესიული გარეგნობის შესაფერის დინამიკასაც ანიჭებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს