Pebble Beach-ზე DeLorean Alpha5-ის დებიუტი შედგა
4-ადგილიანი თოლიის ფრთის ფორმიანი ელექტრო ავტომობილის გაყიდვები 2024 წელს დაიწყება.
მაისში, როცა DeLorean-მა Alpha5 წარმოგვიდგინა, ბევრი ამას სკეპტიკურად შეხვდა. ხელახლა დაბადებულმა კომპანიამ ბევრი ადამიანს ყურადღება მიიპყრო. წარსულში სკანდალურ კომპანიას სკანდალები და საჩივრები ახლაც არ აკლია. ბევრ ავტოგამოცემას აინტერესებდა, მოასწრებდა თუ არა DeLorean-ი ამ ავტომობილის აგვისტოსთვის გამზადებას.
DeLorean Alpha5-ს დებიუტი ლეგენდარულ საავტომობილო შეკრებაზე Pebble Beach-ზე შედგა.
View this post on Instagram
სცენის მთავარი ვარსკვლავი Alpha5 იყო. კომპანიამ Alpha2, Alpha3 და Alpha4-იც წარმოადგინა, როგორ Alpha5-ის წინა თაობის ვერსიები „თითქოს DeLorean-ი არასდროს გაკოტრებულა“. აღმასრულებელი დირექტორის იოსტ ვრისის თქმით, ეს კონცეპტები დელორეანის საავტომობილო დიზაინზე დაყრდნობით შექმნეს, რომლებიც არქივში იპოვეს.
Alpha2 სპორტული ავტომობილია, რომელიც შესაძლოა DMC-12-ის მემკვიდრე ყოფილიყო. Alpha3 მდიდრული სედანია, Alpha4 კი წყალბადზე მომუშავე სუვი. უცნობია, გასცდება თუ არა ეს იდეები რენდერებს.
რაც შეეხება Alpha5-ს, ის Italdesign-თან თანამშრომლობით შეიქმნა და თოლიის ფრთის ფორმის საკმაოდ დიდი კარები აქვს. ავტომობილი სრულიად ელექტროა და DeLorean-ის მტკიცებით 100-კმ/სთ-მდე 3 წამში აღწევს. ოთხივეწამყვანია და 100კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს.
ფასი ჯერ ცნობილი არ არის. Alpha5-ს მხოლოდ 88 ეგზემპლარად ააწყობენ. ექსკლუზიურობით თუ ვიმსჯელებთ, იაფი არ ეღირება. რატომ 88? ფილმში „უკან მომავალში“ DeLorean-ს დროში სამოგზაუროდ სწორედ 88 მილის განვითარება სჭირდება.