Aa Aa
26 აგვისტო 2022  |  10:13

Tesla-ს მფლობელმა მანქანის გაღებისთვის ხელში ჩიპი ჩაიდგა

Tesla-ს ერთ-ერთმა მფლობელმა მანქანის გაღებისთვის უჩვეულო გზას მიაგნო.

Tesla-ს მფლობელმა ორი ჩიპის ჩადგმა გადაწყვიტა. ასე ის კრიპტოვალუტისა და სხვადასხვა ინფორმაციის შენახვას შეძლებს. ეს ჩიპები მას სახლის გაღებაში და სამედიცინო ბარათის ოპერირებაშიც დაეხმარება. ერთ-ერთი ჩიპი თავის Tesla Model 3-საც აღებს. 39 წლის ბრენდონ დალალი ამბობს, რომ მას ამ ოპერაციისთვის ანესთეზია არ გამოუყენებია. პირველი ჩიპი კი მეორეზე მცირე ზომის იყო.

„პირველი ჩიპი შედარებით პატარა იყო და ტკივილიც ისეთი ინტენსიური არ გახლდათ. ის სპეციალური შპრიცით შეიყვანეს ორგანიზმში. ეს ძაღლის მიკროჩიპის იმპლანტსაც ჰგავს.“

ბრენდონი ერთ-ერთია ბეტა ჯგუფის 100 კაციდან, რომლებიც ჩიპების გამოცდაში იღებენ მონაწილეობას. ეს პროცესი კომპანია Vivokey-ს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ჩიპებს ბიოთავსებადი გარსი აქვს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას ქსოვილს თავისით ეკვრის. ბრენდონი მის ფუნქციონალებზე და განვითარებაზეც საუბრობს.

„კომპანიას, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს აპლიკაციების ბაზა აქვს, სადაც ისინი სხვადასხვა აპლიკაციებს ჩიპზე უკაბელოდ აყენებენ. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაცია ახლა Tesla-ს გაღების ფუნქციაა. ეს მაშინვე დავაყენე, რადგან Tesla მყავს. ახლა კი ამ ფუნქციას მაშინ ვიყენებ, როდესაც გასაღები სახლში მრჩება, ან Bluetouth-ს ხარვეზი აქვს.“

ბრენდონმა აღიარა, რომ ამჟამად ეს ჩიპები უბრალოდ „გასართობი ეშმაკობაა“. მას ამ ტექნოლოგიის მიმართ ხალხის სკეპტიკური დამოკიდებულება ესმის, თუმცა, ის კონტრარგუმენტი აქვს, რომ თანამედროვე ტელეფონით ყველა ჩვენი ნაბიჯის გაკონტროლება მაინც შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩიპის იმპლანტი მაინც ფუტურისტულად ჟღერს.

რა თანხა დაუჯდა ბრენდონს ამ ჩიპის ჩადგმა? სულ რაღაც 300$. ალბათ, უფრო მეტს ელოდებოდით, არა? მან 100$ „პირსერსაც“ გადაუხადა, რათა ჩიპი მის სხეულში მოხვედრილიყო.

რას ფიქრობთ ამ საკითხის შესახებ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: