Aa
Aa

ეს Smart Fortwo პატარა კემპერია

ეს Smart-ი ყველაზე პატარა, მაგრამ ფუნქციებით დატვირთული ბორბლებიანი სახლია.

მოდიფიცირებული Smart Fortwo ალბათ მსოფლიოში ყველაზე პატარა კემპერია. ვიდეოში მინიატიურული ავტომობილი სალაშქროდაა გამოსული.

Smart-ის საინტერესო ასპექტი ისაა, რომ მას პლასტმასის პანელები ადვილად ძვრება. კემპერის შემთხვევაში ეს კარგია, რადგან დაკიდების სისტემასთან და თვლებთან წვდომას აადვილებს. ავტომობილი „სფეისერების“ გამოყენებით 50 მილიმეტრით ამაღლებულია. საბურავებიც უფრო დიდი, უგზოობისთვის შესაფერისია.

ეს Fortwo რბილ სახურავიანია და ზემოდან კარავია მოთავსებული. უსაფრთხოების კარკასის დამატებით, პატარა Smart-ი ყველგანმავალს უფრო მეტად ემსგავსება. მოდიფიკაციები Led განათებასაც მოიცავს.

ცვლილებები მხოლოდ გარედან არ არის. სალონში ბუნებრივი აირის ღუმელი და ნიჟარაა. საბარგულიდან დაფა გამოდის, რომელიც მინიატურული სასადილოა.

როცა კემპერზე ფიქრობთ, რა თქმა უნდა, Smart-ის გარდაქმნა საუკეთესო არჩევანი არ არის, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმს გვიჩვენებს. როგორც ვიდეოში ჩანს, ამ ავტომობილის ბორბლებიან სახლად გამოყენება ნამდვილად შესაძლებელია.  

მსგავსი სიახლეები