ავარია, შევროლე, შევროლე კორვეტი, შევროლე კორვეტ სტინგრეი
Aa
Aa

ამიტომ არის აკრძალული ქუჩაში რბოლა | ფეხით მოსიარულე სიკვდილს გადაურჩა

მანჰეტენზე, Chevrolet Corvette Stingray-სა და Mercedes-Benz-ის SUV-ს შორის მომხდარმა მძიმე ავარიამ სამი ადამიანი დააზიანა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, შესაძლოა ავტომობილები დილაადრიან ქუჩის უკანონო რბოლაში იყვნენ ჩართულები.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ Mercedes-ი და Corvette-ი გზაჯვარედინზე ერთდროულად, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით შედიან. ვერცხლისფერი Corvette-ი გვერდიდან ეჯახება შავ Mercedes-ს, რის შედეგადაც SUV-ი ჰაერში ტრიალდება, ხოლო Chevy ბრუნვას იწყებს და ტროტუარზე მყოფ ფეხით მოსიარულეს ეჯახება.

Corvette მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა, რაც იქვე პარკირებულ Fiat 500-ს შეეჯახა, ის მეორე Fiat 500-ს მიახალა და ადგილობრივი მაღაზიის ფასადს შეასკდა. რაც შეეხება შავ Mercedes-Benz-ს, ჰაერში აფრენის შემდეგ ის პარკირებულ Mazda CX-9-ზე დაეცა და გვერდზე გადაბრუნდა. CBS News-ის ცნობით, Mercedes-ის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამი ჰოსპიტალიზებული და დაკავება

ავარიის უშუალო შედეგების ამსახველ კადრებში ჩანს, რომ Corvette-ის მძღოლიც და მგზავრიც სერიოზულად იყვნენ დაშავებულნი. სამივე დაზარალებული — Corvette-ში მყოფი ორი პირი და ფეხით მოსიარულე — საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

Corvette-ს საჭესთან 27 წლის მძღოლი იჯდა, რომელიც პოლიციამ პირდაპირ საავადმყოფოში დააკავა. მას ბრალად ედება სახიფათო მართვა, საფრთხის შექმნა და ავტომობილის მართვა მართვის მოწმობის გარეშე.

ადგილობრივების თქმით, Corvette ავარიამდე ერთი საათით ადრე უბანში აგრესიულად გადაადგილდებოდა და ე.წ. „დონატებსაც“ აკეთებდა, თუმცა პოლიციას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ამ ეტაპზე Corvette-ის მძღოლი პატიმრობაში რჩება, ხოლო ნიუ-იორკის პოლიცია შემთხვევის ადგილიდან მიმალული Mercedes-ის მძღოლის იდენტიფიცირებასა და დაკავებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები