სუპერქარები, ჩინეთი, ლამბორგინი
Aa
Aa

Lambo-ს CEO: ჩინური ელექტრო სუპერქარები ჩვენს ემოციებთან ახლსაც ვერ მოვლენ

Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი, ჩინეთში წარმოებული მაღალი წარმადობის სპორტქარებისა და სუპერქარების მზარდ რაოდენობას საფრთხედ სრულადაც არ მიიჩნევს. პირიქით, Lambo-ს CEO დარწმუნებულია, რომ ემოციითა და ჟღერადობით ჩინურ ელექტრომობილებს იტალიური ბრენდის მოდელებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ.

საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ჩინური ავტომწარმოებლები მხოლოდ მასობრივი ბაზრის ავტომობილების ბაზარზე გაფართოებას აღარ სჯერდებიან. ისინი მაღალი წარმადობის მოდელების სეგმენტშიც გააქტიურდნენ, მათი მოდელების უმეტესობა კი ელექტროძრავებითა და დიდი სიმძლავრის ბატარეებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა YangWang U9, რომელმაც გასული წლის ბოლოს სერიული ავტომობილებისთვის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა.

თუმცა ვინკელმანი მიიჩნევს, რომ ჩინური კონკურენტები Lamborghini-სთვის ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენენ. „ისინი ელექტრომობილებს ქმნიან, ამიტომ ჩვენ მათ საფრთხედ არ აღვიქვამთ“, — განაცხადა მან Auto Express-თან საუბრისას.

Lamborghini-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ავტომობილების ჟღერადობითა და იმ ემოციით, რომელსაც მათი შიგაწვის ძრავის მქონე მოდელები მძღოლებს სთავაზობენ, ჩინური მწარმოებლები მათ კონკურენციას ვერ გაუწევენ. მართალია, ელექტრომობილები აჩქარებითა და სიმძლავრით ახალ სიმაღლეებს იპყრობენ, თუმცა მათ არ აქვთ ის, რაც ბევრ ავტომოყვარულს ასე იტაცებს — შიგაწვის ძრავის მქონე სუპერქარებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა და მართვის ემოცია. ეს კი დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობად რჩება.

ასევე იხილეთ: ახალი ჩინური „სუპერქარი“ Ferrari-ის მთავარი კონკურენტია

თუმცა, როგორც ჩანს, ჩინური ავტომწარმოებლების ნაწილი ხვდება, რომ მაღალი წარმადობის ავტომობილების სამყაროში ფეხის მოსაკიდებლად მხოლოდ ელექტროძრავები საკმარისი არაა. მაგალითად, Great Wall Motors-ი ბოლო რამდენიმე წელია შუაძრავიან სუპერქარზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოდელი 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავითა და plug-in ჰიბრიდული სისტემით იქნება აღჭურვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები