Aa Aa
13 ნოემბერი 2022  |  12:22

ეს Rolls-Royce Phantom-ი მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ბანანია

Rolls-Royce-ი თავის მომხმარებლებს ავტომობილის პერსონალიზაციის საკმაოდ ფართო სერვისს სთავაზობს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც მანქანის თითოეული დეტალის თავის მომხმარებელზე მორგება შეუძლია. ხშირ შემთხვევებში მოდელები საკმაოდ მიმზიდველი გამოდის. ხშირად კი ასეთი ავტომობილები უბრალოდ საშინელი ვიზუალისაა. ამ სტატიაში კი სწორედ ასეთ შემთხვევაზე ვისაუბრებთ.

ახლახან, სურათზე ნაჩვენები Rolls-Royce Phantom Bespoke Pearl Edition-ი Auto Leitner-ზე გასაყიდად განათავსეს. ის ორი სხვადასხვა ყვითელი ფერის საღებავითაა დაფარული. შესაძლოა ესაა მიზეზი იმისა, რომ მის ოდომეტრზე მხოლოდ 240 კმ-ია გამოსახული. ასეთი ვიზუალის მქონე მანქანით გადაადგილება, ალბათ, უხერხულობას იწვევს. საინტერესო ისიცაა, რომ მანქანა 14 წლის წინაა გაყიდული.



მეტიც - ეს Phantom-ი ორი თვის წინ 86 500 ევროდ გაიყიდა. ასეთი დაბალი გარბენისა და ლიმიტირებული წარმოების Rolls-ისთვის კი ეს საკმაოდ ცოტა გახლავთ. 2008 წლის Phantom-ის მოდელები, 100-ჯერ მეტი გარბენით, ორჯერ უფრო ძვირად იყიდება.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და მდიდრული „ბანანი“ თავისი ექსტერიერის გამო მდიდარი ადამიანების გულს ვერ იპყრობს. თუმცა, ინტერიერით ის ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. სალონი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და უმაღლესი ხარისხის მასალებითაა შესრულებული. ინტერიერის თითოეული დეტალი სოლიდურია, მათი გამოყენება კი საოცრად სასიამოვნო.



კაპოტის ქვეშ ყველასთვის კარგად ნაცნობი 6.75-ლიტრიანი V12-ია განთავსებული, რომელიც 453 ცხენის ძალასა და 720 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის ეს რაოდენობა ამ ავტომობილის გამოსვლის დროს კოლოსალურად ითვლებოდა.

რა ფასად შეიძენდით ამ ავტომობილს? არ დაგავიწყდეთ, რომ მის კორპუსზე მინიმუმ ფირის გადაკვრაც გამოსავალია.

გაზიარება: