Aa Aa
8 ოქტომბერი 2022  |  01:59

Tesla-ს ავტოპილოტმა ეს ქალი სიკვდილს გადაარჩინა

Tesla-ს ავტოპილოტს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ამჯერად მან ქალი სიკვდილს გადაარჩინა.

Tesla Model 3-ის მფლობელი დარწმუნებულია, რომ ავტოპილოტმა სიკვდილისგან იხსნა. ის ამტკიცებს, რომ 113კმ/სთ სიჩქარეზე ავტომობილმა მართვაზე კონტროლი აიღო, მდგომარეობა დაასტაბილურა და  ელექტრო ავტომობილი უსაფრთხოდ გააჩერა.

Tesla-ს ავტოპილოტს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ მუშაობს და ავარიის გამომწვევი მიზეზიც გამხდარა. არავის უნდა ავტომობილში უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ცუდად მუშაობს. 

თუ უსაფრთხოების სისტემა სწორად ფუნქციონირებს, ავარიის შესაძლებლობას ამცირებს ან შეჯახების შემთხვევაში მგზავრებს იცავს, ამაზე ახალ ამბებს იშვიათად თუ გადავაწყდებით. ეს იმიტომ, რომ მსგავსი რამ თითქმის ყოველდღე ხდება და ახალ ამბებში ვერ ხვდება.

ამ შემთხვევაში Tesla Model 3-ის მძღოლი 113კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, როცა უკნიდან Dodge Charger-ი დაეჯახა. Model 3-ის მძღოლს შეეშინდა, დაიბნა და საჭიდან ხელი აიღო. სწორედ ამ დროს საქმეში ავტოპილოტი ჩაერთო,  ავტომობილი დაასტაბილურა და გააჩერა.

Dodge Charger-მა მოშორებით, წინ გააჩერა, თუმცა, Tesla-ს მძღოლის მდგომარეობის სანახავად არ მისულა. პოლიციას უთხრა, რომ Model 3 შეეჯახა. საბედნიეროდ, Tesla-ს კამერამ გადაიღო, რაც სინამდვილეში მოხდა. სადაზღვევომ ქალს იმაზე $15 000-ით მეტი გადაუხადა, რაც ქალს გასულ წელს ამ ავტომობილის შეძენა დაუჯდა. მძღოლი ახალი Tesla-ს ყიდვას აპირებს, რადგან, მისი თქმით, ეს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია, რაც ჰყოლია.

გაზიარება: