Aa Aa
5 ოქტომბერი 2022  |  10:39

Tesla-ს აქციები უფასურდება

Tesla-მ საკმარისი რაოდენობის ავტომობილები ვერ გაყიდა... მასკმა ტვიტერზე არაპოპულარული აზრი გამოთქვა.

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ღირებულებას კარგავს. გუშინდელი ვაჭრობისას კომპანიის ფასიანი ქაღალდები მთელი 8,4%-ით გაუფასურდა. ამის მიზეზი კი გახდა კვარტალური ფინანსური ანგარიში, რომელიც მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.

როგორც ანალიტიკოსები მოელოდნენ, მესამე კვარტალში კომპანიას 358 ათასი ელექტრომობილი უნდა გაეყიდა, თუმცა მხოლოდ 343 830-ის გაყიდვა შეძლო. ეს კი უკვე ამ ეტაპზე ამცირებს კომპანიის მიზნებს, 2021 წელთან შედარებით 2022 წელს 50%-ით მეტი ელექტრომობილი გაყიდოს.

აქციების გაუფასურება ასევე მოხდა ილონ მასკის ტვიტის ფონზე, რომელიც უკრაინის საკითხს ეხებოდა, რომელმაც თავის მხრივ, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ავტორი: bpn.ge

გაზიარება: