პიტ ბულმა Tesla Model 3 სათამაშოდ გამოიყენა
Aa
Aa

პიტ ბულმა Tesla Model 3 სათამაშოდ გამოიყენა

პიტ ბულმა Tesla Model 3 დაღეჭა.

პიტ ბულმა Tesla Model 3 საღეჭ სათამაშოდ გამოიყენა. Tiktok-ის ვიდეოში ჩანს, როგორ ეთამაშება ძაღლი ელექტრო ავტომობილს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ვიდეო დადგმულია, თუმცა, ყველაფერი საკმაოდ რეალურად გამოიყურება.

Model 3-ის მფლობელი თავის ავტომობილთან ძაღლთან ერთად მიდიოდა, როცა მათ პიტ ბული მიუახლოვდა. მას საყელური არ ეკეთა. პიტ ბული ქალს და მის ძაღლს გაეკიდა და ქალი ზურგზე დაკაწრა. ქალმა ავტომობილში ჩაჯდომა მოახერხა, ძაღლმა კი ავტომობილის ღეჭვა დაიწყო.

პიტ ბული აგრესიულად არ გამოიყურება. ის თითქოს თამაშობს. ავტომობილის პანელებს ღეჭავს.

Tiktok-ის მომხმარებლებს უცნაურად მოეჩვენათ ის ფაქტი, რომ ქალი გაქცევას არ ცდილობს, მაშინ, როცა ელექტო ავტომობილს დაზიანებები ემჩნევა. პიტ ბულს პირიც კი გაუსისხლიანდა.

ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, პიტ ბულის მფლობელმა ქალს ზარალის და სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაც შესთავაზა. Tesla Model 3-ის შეკეთება იაფი არ დაჯდება.

მსგავსი სიახლეები