Aa Aa
31 იანვარი 2023  |  10:50

ილონ მასკი: Tesla Cybertruck-ის წარმოება ზაფხულში დაიწყება

თავიდან შეზღუდული რაოდენობა გამოვა, 2024 წელს კი უფრო მეტი რაოდენობით აიწყობა.

რამდენიმე შეყოვნების შემდეგ,Tesla Cybertruck-ი წარმოებაში ამ ზაფხულს ჩაეშვება. ეს ავტომობილი პირველად 2019 წელს გამოჩნდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

ილონ მასკმა კითხვაზე დაიწყება თუ არა ელექტრო პიკაპის წარმოება 2023 წელს, ასე უპასუხა:

„ველოდებით, რომ ამ ზაფხულში დაიწყება. თუმცა, დასაწყისი ყოველთვის ნელია... თავიდან მხოლოდ მცირე რაოდენობას გამოვუშვებთ“, - ამბობს მასკი.

იქვე აღნიშნა, რომ მასობრივი წარმოება მნიშვნელოვანია და 2024 წლიდან მეტი ეგზემპლარი აიწყობა. გასულ წელს Tesla-მ მსოფლიო მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა. ელექტრო სატვირთო Semi-ც უკვე გზაზეა. ახლა Cybertruck-ის დრო მოვიდა.

Tesla-ს ელექტრო პიკაპის პრემიერა 2019 წელს შედგა. სალონი 6 ადამიანს იტევს. მულტიმედია ეკრანი 17-ინჩიანია. კონფიგურაციის მიხედვით, ავტომობილი ერთი დამუხტვის 400 ან 80 კილომეტრის გავლას შეძლებს.

2019 წელს ერთმოტორიანი ვერსიის ფასად $39,900 დაასახელეს. 3-მოტორიანის - $69,900. ზოგიერთი არაოფიციალური ინფორმაციით, Cybertruck-ი წინასწარ 1.5 მილიონ ადამიანს აქვს შეკვეთილი. ილონ მასკის თქმით, ავტომობილის პრემიერიდან 2 დღეში Tesla-მ 146,000 შეკვეთა მიიღო.

გაზიარება: