Aa Aa
31 იანვარი 2023  |  14:30

გერმანიაში აცხადებენ, რომ ელექტრომობილები ავტობანზე დაბალი სიჩქარიით გადაადგილდებიან

კარგი ამბავი სიჩქარის მოყვარულებისთვის: გერმანიაში ავტობანებზე სიჩქარის ზღვარი შესაძლოა არ დააწესონ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე საგრძნობლად გაიზარდა. ამის გამო გერმანიაში სიჩქარის შეუზღუდავ ავტობანზე ფორმალური ზღვრის დაწესებაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვოლკერ ვისინგმა, ცვლილებასთან დაკავშირებით ყველა მოსაზრება გააქარწყლა.

„სიჩქარე ჩვენი მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობად უნდა დარჩეს იმდენად, რამდენადაც სხვა ადამიანებს არ უნდა შეექმნათ საფრთხე. ცვლილებებზე საუბარი უნდა შეჩერდეს აქ,“ - აცხადებს ვისინგი გერმანულ მედიაში. „რესურსების გაძვირება ისედაც აიძულებს უამრავ ადამიანს ნელი სიჩქარით გადაადგილდეს. ელექტრომობილების შემთხვევაში კი ხალხი სწრაფად გადაადგილებისგან თავს იკავებს იმიტომ, რომ ბატარეებს მოუფრთხილდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ვისინგი იმ გუნდის ნაწილია, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. გუნდში შემავალი წევრების ნაწილი დაწესებას უჭერდა მხარს. ამ ფაქტმა კი სიჩქარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სიჩქარეზე შეზღუდვის მომხრე მოსაზრებები საზოგადოებაშიც მრავლად იყო. ამ პოზიციას იზიარებდა Formula 1-ის პილოტი, სებასტიან ფეტელიც.

ვისინგი ბოლო წლებში გაზრდილ სატვირთო ნაკადებზეც საუბრობს. 2023 წელს გერმანია კიდევ უფრო მეტ ტვირთს გაატარებს. საუბარია ტვირთბრუნვის 50 მილიონი ტონით გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ავტობანებზე სიჩქარის ზღვრის დაწესება მობილობას შეზღუდავს. ეს კი ეკონომიკაზე და დასაქმებაზე უარყოფითად აისახება.

გაზიარება: