Aa Aa
11 თებერვალი 2023  |  10:43

Tesla Model Y-ს მძღოლს საჭესთან ეძინა

Tesla Model Y-ს მძღოლი საბოლოოდ პატრულმა გააჩერა.

Tesla Model Y-ს მძღოლს ვიდეო გადაუღეს, როცა მას ავტომაგისტრალზე გადაადგილების დროს საჭესთან ეძინა. კადრებში ჩანს, რომ ქალს სათვალეები უკეთია, უკანაა გადახრილი და სძინავს.

ეს ვიდეო კიკი დოლასმა და მისმა მეუღლემ გადაიღეს. მათი თქმით, Tesla-ს უკან 15 წუთის განმავლობაში მიყვებოდნენ, ქალს უსიგნალებდნენ და მის გაღვიძებას ცდილობდნენ.

„სათვალე ეკეთა და სავარძელში ჩაფლული იყო. დასიგნალება დავუწყეთ. ვიფიქრეთ, შეიძლებოდა ცუდად ყოფილიყო. მისი ყურადღება ვერ მივიპყარით. მოძრაობა სულ უფრო ხშირი ხდებოდა. ბოლოს გადავწყვიტე 911-ში დამერეკა“, - ამბობს დოლასი.

საპატრულო პოლიციამ ქალი გააჩერა. მას ავტოპილოტი ჰქონდა ჩართული და ისე გადაადგილდებოდა.

„ეს უკანონოა. მძღოლები საჭესთან ფხიზლად უნდა იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში ავტომობილზე კონტროლი უნდა დაუბრუნონ“, - ამბობს პოლიციის ოფიცერი მაიკ ლესინგი.

Tesla-მ მძღოლები არაერთხელ გააფრთხილა, რომ ავტოპილოტისთვის თვალყურის დევნება აუცილებელია. მძღოლებს ეს ავიწყდებათ და ამის გამო უკვე არაერთი ავარია მოხდა.

გაზიარება: