Aa Aa
17 მარტი 2023  |  12:13

Mercedes-Benz S-Class-ს ცეკვა შეუძლია?

Mercedes-Benz-ის E-Active Body Control-ის სისტემა S-Class-ში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ოთხი წლის წინ Mercedes-Benz-ის E-Active Body Control-ის დაკიდების სისტემის მუშაობის ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. Free Driving Assist-ის რეჟიმის დახმარებით, GLE-ის SUV-ს ადგილზე ბურთივით ხტუნვა შეეძლო. ეს მანქანას ტალახში ან ქვიშაში ჩარჩენისას კორპუსის ამოთრევაში ეხმარება.

ახლა კი იგივე ტექნოლოგიით GLS-იც და S-Class-იც გამოვიდა. ერთ-ერთი მისი ფუნქციის სადემონსტრაციოდ კი კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ვიდეოს აქვეყნებს (იხილეთ ქვემოთ). 

როგორც ვიგებთ, E-Active Body Control დაკიდების სისტემას GLE-ის ან GLS-ის მსგავსად ხტუნვა არ შეუძლია. თუმცა, როგორც ხედავთ, მანქანა ამორტიზატორების თამაშით გარკვეულ მოძრაობებს ასრულებს. სავარაუდოდ, Mercedes-Benz-ის ინჟინრებმა S-Class-ის პროგრამული უზრუნველყოფით „ითამაშეს“ და მანქანას ეს შესაძლებლობა მისცეს.

ეს ფუნქციონალი S-Class-ის კლასის ავტომობილებისთვის საჭირო არ არის. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მანქანა გვერდითა ნაწილში შესაძლო დაჯახებისას კორპუსს მაღლა სწევს. სწორედ ამ ფუნქციისთვის სჭირდება მას E-Active Body Control-ი.

ალბათ, ყოველთვის კარგია იმის ცოდნაც, რომ თქვენ ავტომობილს ცეკვა შეუძლია. ამით უამრავი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობთ და მათში თავმოწონებასაც შეძლებთ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის S-Class-ის ფასი 114 500$-დან იწყება. E-Active Body Control-ი კი სტანდარტული ფუნქციონალი არ არის. მის სანაცვლოდ დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ.

გაზიარება: